"იანვარში, გაყინულ მდინარეში? როგორ კივიან, როგორ ტირიან, სცივათ, ეშინიათ, რატომ აკეთებთ ამას?" - ახალშობილის მდინარეში მონათვლის ვიდეოს საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა
"იანვარში, გაყინულ მდინარეში? როგორ კივიან, როგორ ტირიან, სცივათ, ეშინიათ, რატომ აკეთებთ ამას?" - ახალშობილის მდინარეში მონათვლის ვიდეოს საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა


რამდენიმე დღის წინ იუთუბ-არხზე მეუფე ნიკოლოზის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ახალქალაქში, სადაც თოვლი დევს, მდინარეში მამაო ახალშობილს და კიდევ ერთ ბავშვს ნათლავს, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა ყინვაში ბავშვების გაშიშვლებამ და ცივ წყალში შთაფვლამ. ბევრი აზიარებდა ვიდეოს, ბევრიც პოსტის სახით წერდა სოციალურ ქსელში, რომ ეს მიუღებელია, რომ ეს ძალდობაა ბავშვზე და არავინ იცის, ფიზიკურად თუ ფსიქიკურად რა გავლენას, რა სტრესს მოახდენს ბავშვზე.
ვიდეოს იუთუბზეც აქვს დართული რამდენიმე აღშფოთებული კომენტარი. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
  • გაიყინენ ბავშვები, ქვის ხანაში
    ხომ არ ხართ?!
  • ზაფხულში კიდევ დასაშვებია, მაშინაც როგორი ცივია მდინარეები, იანვარში, გაყინულ მდინარეში? ჩემზე მეტი ქრისტიანები იქნებიან, რადგან ემბაზში მოვინათლე? და ისიც მხოლოდ თავზე დამასხეს წყალი.
  • ძალადობაა სერიოზული და აუცილებლად დასასჯელი, იმ პატარების ადგილზე წარმოიდგინეთ თავი!..
  • თბილ წყალში მონათლული ბავშვები ნაკლებად ქრისტიანები იზრდებიან? როგორ კივიან, როგორ ტირიან, სცივათ, ეშინიათ, რატომ აკეთებთ ამას? ამ სიცივეში ბავშვის გაყინულ წყალში ჩაგდებაა ქრისტიანობა? ან მშობლები როგორ უყურებენ ამას, ქრისტეს სახელით ამართლებენ ბავშვის წამებას? გავგიჟდი.
უარყოფით კომენტარებს მეუფე ნიკოლოზმა ასე უპასუხა:

"რაც ნახეთ, ეს არის ნათლობა სრული წესით მოციქულების ტრადიციის მიხედვით. პირადად მე, შეძლებისდაგვარად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, 30 წელია ასე ვნათლავ
- გამდინარე ცივ წყალში და ჯერ არც ერთი შემთხვევა არ მქონია მოსანათლის - პატარასი თუ დიდის - ავად გახდომის. ცხადია, დასაშვებია მდგარი წყალი, თბილი წყალი, თბილი შენობა და წყალში სრული დაფვლის გარეშე მხოლოდ წყლის 3 გზის მიშხეფებით - ხშირად, ასეც ხდება ხოლმე; მაგრამ სრული წესით ნათლობის და სხვა ღვთისმსახურების აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ვისაც თვითონ მიუღია მონაწილეობა, დამეთანხმება."

საინტერესოა, რას ფიქრობს ამაზე მედიცინა? საყოველთაოდ ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი ზამთარში ცივ წყალში ბანაობაზე ცალკე საუბრობს.
კომაროვსკის თქმით, ბავშვის გაკაჟებაზე თუა საუბარი, საკმაოდ კარგია ჰაერისა და წყლის ტემპერატურის კონტრასტი. გაკაჟებისთვის რაც უფრო ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში ისეირნებენ ბავშვები ქუჩაში, კარგია, თუმცა გარკვეული ტემპერატურის დაცვით და თანაც - ნელ-ნელა უნდა მოხდეს შეგუება. თუმცა, ამავე დროს, კომაროვსკი მშობლებს აფრთხილებს და ამბობს, რომ ექსტრემიზმი საჭირო არ არის. ის ცალკე საუბრობს ნათლობის დროს ცივ წყალში უცაბედად ჩასმაზეც და ამბობს, რომ ნათლობისას ბავშვების გაყინულ წყალში ჩასმა არაფრით არ შეიძლება.
6595
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
zako
10
ქაჯები არა, მაგრამ კავკასიური ველური ტომის წარმომადგენლები კი ვართ, ზოგიერთი ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე. მაგ. ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებული რიტიალები.
15:17 / 13-01-2021
lazo
3
saxeli-ს. აბა რა!! შენ თუ მოგინდება და შენ ან შენი შვილი ქუჩაში დედახვთისშობილა იტანტალებთ, ვისი რა საქმეა. ან იქვე ქუცაში სექსიც მოსულა!!!!
15:14 / 13-01-2021
ბიბლია
3
ნუ გამოცდი უფალს!
12:19 / 13-01-2021
saxeli
26
ეს ბავშვები მშობლების ნებართვით მოინათლნენ ასე და ამიტომ არც მიზეზი და არც შედეგი თქვენი საქმე არაა!!!
10:47 / 13-01-2021
Nino
17
კომაროვსკი ებრაელია და რატომ აკეტებს კომენტარს ქრისტიანულ ნათლობაზე ???
10:38 / 13-01-2021
მსგავსი სიახლეები