დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, ეპიდემილოგიურ ვითარებაში საიმედო მაჩვენებელი გამოიკვეთა, თუმცა ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი მაინც საყურადღებოა.
"ერთი საიმედო და კარგი ნიშანი არის ის, რომ პირველად ბოლო თვეების განმავალობაში 8%-ზე ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი. ჩატარდა 14 ათასზე მეტი ტესტირება და გამოვლინდა 1618 შემთხვევა. პირველად მოხდა, რომ 10%-ს ჩამოვცდით. ეს თავისთავად საიმედო მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ერთ-ორ თვეში 100-200 შემთხვევიდან 5000-ზე ავედით, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დარწმუნებულები, რომ გახსნის შემდეგ ისევ არ გვექნება 5000-იანი მაჩვენებელი" - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.