აუდიოწიგნების მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, gudabooks.ge მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სიახლეებს, რომელზეც მკითხველის მოთხოვნა მაღალია.
სულ ახლახან დაემატა პლატფორმაზე
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
მზიანი ღამე
ნუ გეშინია, დედა!
gudabooks.ge -ს, ასევე, დაემატა ქართველი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი თურქი მწერლის ორი ახალი წიგნის აუდიოვერსია:
როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში
„თანასწორობის საუკუნე“, რომელიც სავსეა უთანასწორობით, ადამიანები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ, მაგრამ მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევენ; ყოველდღიური კატაკლიზმები, ომები, დაპირისპირებები, ტანჯვა და უზარმაზარ სამყაროში მარტოსულობის განცდა... როგორ არ უნდა შეიშალო და როგორ იპოვო შენ თავში ძალა, ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც ადამიანად დარჩე?
ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი თავის ესეში კარგად გააზრებული, შეგნებული ოპტიმიზმისკენ ენერგიულად და ხალისიანად მოგვიწოდებს და ჩვენს გასაერთიანებლად საკუთარ მოგონებებს მოუხმობს.
ათი
ელიფ შაფაქის ეს რომანი 2020 წლის ბესტსელერია ნომინაციაში ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა).
ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი .
მაშ ასე, აპლიკაცია „გუდას“ მეშვეობით, საინტერესო ლიტერატურული მოგზაურობა შეგიძლიათ მოიწყოთ. პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნებითა და ფანტაზიით, რომელსაც წიგნების მოსმენა უფრო ამძაფრებს, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამოგიჩნდებათ აპლიკაციაში.