2020 წლის აგვისტოში მან ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარტო ზრდიდა. უცნობია მიზეზები, თუ რატომ გახდა მარტოხელა დედა და როდის დაშორდა ბავშვის მამას. თუმცა სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ძალიან აწუხებდა.

ამ დღეებში გამოჩნდა პრესაში შოკის მომგვრელი ინფორმაცია, რომ ლილი ლომ თავი მოიკლა. ქალი ჰონკონგში იპოვეს საკუთარი პენტჰაუსის ფანჯრების ძირას
გავრცელებული ვერსიაა, რომ მილიარდერის ქალიშვილს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა აქამდე არავის მისი გარემოცვიდან არ შეუნიშნავს ცვლილებები მის ხასიათში. სოციალურ ქსელშიც პოზიტიურ პოსტებს წერდა და სულ აღნიშნავდა, როგორ გააბედნიერა დედობამ.

საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართული იყო, ფუფუნებაში ცხოვრობდა, ბიზნესსაც წარმატებით უძღვებოდა. მის უახლოეს მეგობრებს შორის იხსენიებოდნენ ჰილარი კლინტონი და მომღერალი რიტა ორა...
ახლა ლოს უზარმაზარი იმპერია მემკვიდრის გარეშე დარჩა. ლილი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაშია მამამისი, რომელმაც ერთდროულად დაკარგა შვილიც და შვილიშვილიც.
...მშობიარობის შემდგომი დეპრესია ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია ევროპასა და ამერიკაში, ასევე ჩინეთსა და იაპონიაში. სტატისტიკურად 10-დან 1 ქალს აწუხებს დეპრესია შვილის გაჩენის