თამუნა მუსერიძის პირადი ისტორია დედის შესახებ საზოგადეობისთვის უკვე კარგად ნაცნობია. თავად თამუნა საუბრობს ამ თემაზე საჯაროდ და საზოგადოებას დედის მოძებნაში დახმარებას სთხოვს. მისი მცდელობა, იპოვოს ბიოლოგიური მშობლები, მას შემდეგ დაიწყო, რაც დედობილი გარდაეცვალა და სულ შემთხვევით გაიგო, რომ ქალი, რომელიც ზრდიდა, მისი ნამდვილი დედა არ იყო.
ამჯერად, თამუნამ ბიოლოგიური დედის სავარაუდო ფოტორობოტი შექმნა, სოცილაურ ქსელში გამოაქვეყნა და მეგობრებს მიმართა:
„ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული ფოტო იმ ქალბატონის, რომელსაც ვეძებ. კიდევ ერთხელ დავწერ, იქნებ ისტორია გეცნობათ:
ვეძებ ქალბატონს, რომელმაც იმშობიარა 1984 წლის (სავარაუდოდ) შემოდგომაზე (სავარაუდოდ) მეორე სამშობიაროში. ბავშვი ან საკუთარი ნებით გააშვილა, ან უთხრეს, რომ გარდაიცვალა და გაუშვილეს. არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც წარმომავლობა. ეს ფოტო არ ასახავ- 100 პროცენტიან რეალობას და არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ეს ქალბატონი ნამდვილად ასე გამოიყურება. მაგრამ თუ გეცნობათ, ან ვინმეს ამსგავსებთ, გამომეხმაურეთ.
თუ გააზიარებთ, ძალიან დიდი სიკეთეს ჩაიდენთ,
მადლობა ყველას დახმარებისთვის.“
თეკლა ჟვანია