"არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, - ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა, სამყაროს გაფართოების შიში და ახლის გაცნობის უუნარობა, შემდეგ ამ ახლის შეყვარების და თავის გამოცდილებებში ჩართვის ნიჭის არქონა. "სოფელი ცარიელდება" - არასწორი ფორმულირებაა.
21-ე საუკუნეში სოფლებში დიდი მოსახლეობა ვეღარ იცხოვრებს და არც ჩვენი სოფლებია იმხელა, რომ ყოველ სოფელში ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს, და არც ჩვენი ქვეყნის პოპულაციაა იმხელა, რომ ყველგან ბევრი ვიყოთ.
აბა, ისაა საქმე, ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნის მოსახლეობა სასეირნო ნავებსაც რომ არ ამზადებდა და კოჭებსაც არ ისველებდა წყალში? მოკლედ, აღსდექ საქართველო და
გირჩელებს რომ ბავშვების გაყიდვაზე უჭირავთ თვალი, წელს იქნებ შესყიდვაზე ორიენტირებული გახდნენ. ოღონდ პამპერსიანი ბავშვები რთული მოსავლელია, 3 წლიდან არის ბავშვი საჩუქარი. რა გაჩუქო ახალ წელს? - ორიოდე კორეელი ბავშვი!!! ან - ვოცნებობ პატარიკა და-ძმა ვიკინგზე და ეგეთები. ტორტში ჩასკუპებულ შოკოლადის ბავშვს რომ მოგართმევენ აფრიკიდან, უკეთესი რა უნდა ინატრო. დანარჩენი ბავშვები ჩვენით გავაჩინოთ, რამდენსაც შევძლებთ და ვიქნებით ანჯელინა ჯოლები და ბრედ პიტები და იმდენი გავხდებით, რომ ხლაპუშკას რომ გაისვრიან ჩვენი ფერად-ფერადი ბავშვები და მათი ქართველი საყვარელი მამები ორ-ორჯერ წელიწადში, თურქეთი ბოსფორის სრუტეს თავის ნებით გვაჩუქებს და რუსული ჯარი გაიქცევა შიშისგან"