მსახიობმა გიორგი მახარაძემ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მოიპოვა. გიორგიმ ცხოვრება ასევე მსახიობ, მარიამ ნადირაძეს დაუკავშირა. წყვილი რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ გაირკვა მარიამის ფოტოებიდან, რომ წყვილი შვილს ელოდება.
მარიამი სავარაუდოდ იანვარში ელოდება ბავშვს. ორსული მეუღლის ახალ ფოტოს გიორგი ინსტაგრამზე აქვეყნებს.
გიორგის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, მარიამისთვის კი ეს პირველი შვილი იქნება.
მოგეხსენებათ, გიორგი პირველად მომღერალ მარიამ როინიშვილზე დაქორწინდა, მასთან გოგონა ელენე შეეძინა. მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ელენე დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ დიდ დროს ატარებს მამასთან და მარიამ ნადირაძესთანაც მეგობრობს.