მომღერალი ირაკლი ნოზაძე სამი შვილის მამაა. პიკასო სამჯერ იყო ქორწინებაში, ლუკა მეორე ცოლისგან ჰყავს, ია დუდაშვილთან კი ორი შვილი ჰყავს - ნიაკო და დანიელი.
ნიაკო რა ხანია, ინტერნეტვარსკვლავია, თავისი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში და უამრავი თაყვანისმცემელი. მისი ფოტოები და ვიდეოები მუდმივად იქცევს ყურადღებას.
ნიაკო პატარა მოდელია და ფოტოსესიებშიც იღებს ხოლმე მონაწილეობას. ცოტა ხნის წინ კი მისი ფოტო გამოჩნდა, სადაც ჩანს მისი ძალიან გრძელი თმა - გოგონა ნამდვილი პატარა რაპუნცელია.