რამდენჯერმე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, დაჰყავდა ექიმებთან, თუმცა ვერავინ ხვდებოდა მიზეზს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსული ინფექცია იყო, ან ტონზილიტი, თუმცა სოფია უკეთ არ ხდებოდა.
მხოლოდ რამდენიმე თვის წინ აღმოჩნდნენ ბავშვთა საავადმყოფოში, ბრისტოლში, სადაც ბავშვს რენტგენი გაუკეთდა და აღმოაჩინეს, რომ პატარა ელემენტი ჰქონდა გაჭედილი საყლაპავ
სოფიას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. უკვე თვეებია, კვლავ საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. ექიმები არ ელოდნენ, რომ მალე ექნებოდათ შედეგი, თუმცა გოგონა უკვე ნელ-ნელა უკეთ ხდება და დამოუკიდებლად იღებს თხევად საკვებს.

ბავშვის დედა ამბობს, რომ ვერაფრით ხვდება, როგორ აღმოჩნდა ელემენტი ბავშვის ხელში და თავს იდანაშაულებს მომხდარში. ახლა თავის ამბავს ყვება და სხვა მშობლებს აფრთხილებს ამ საფრთხეზე. ასეთი ტიპის პატარა ელემენტი ხშირად არის სხვადასხვა ელექტრო სათამაშოების კომპლექტში და აუცილებლად უნდა მიადევნოს მშობელმა თვალი,

სოფია მამასთან ერთად