ექიმებმა გაარკვიეს მრავალშვილიანი დედის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი - მეხუთე შვილზე იყო ორსულად, როდესაც საუზმის კეთებისას გარდაიცვალა
ექიმებმა გაარკვიეს მრავალშვილიანი დედის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი - მეხუთე შვილზე იყო ორსულად, როდესაც საუზმის კეთებისას გარდაიცვალა

36 ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალი მეუღლისა და შვილების თვალწინ მოულედნელად გარდაიცვალა.
ემილი მიტჩელის ინსტაგრამის გვერდი რომ გენახათ, მიხვდებოდით, რომ მის ოჯახში სიცოცხლე ჩქეფდა. არავითარი დადგმული კადრები და შეთხზული სცენები იდეალურ ოჯახზე. საყვარელი ქმრისა და 4 შვილის გვერდით ბედნიერად ცხოვრობდა - დილაობით სიმღერა, საღამოს წიოკი იმის გამო, რომ დაძინება არ უნდათ, გადაქანცული ფოტოები საკუთარი ბოსტნიდან, თავდაყირა დაყენებული სახლი და თბილი კადრები ულამაზეს შვილებთან ერთად.
mshoblebi

დეკემბრის ბოლოს კი ამ სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ოჯახის ნაწილი გაქრა - ემილი 36 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ეს უბედურება ოჯახს დილაადრიან დაატყდა თავს, როცა ემილი საყვარელ ადამიანებთან ერთად საუზმობდა. არ უთქვამს, რომ თავს ცუდად გრძნობდა, უეცრად დაკარგა გონება და ქმარმა მისი გონს მოყვანა ვერ შეძლო. ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარებამ გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ემილი 5 თვის ორსული იყო.
mshoblebi
რა გახდა ახალგაზრდა ქალის უეცარი სიკვდილის მიზეზი, 14 იანვარს გაირკვა. როგორც ემილის ნათესავებმა განმარტეს, სიკვდილი ფილტვის არტერიაში განვითარებულმა თრომბოემბოლიამ გამოიწვია - თრომბი სისხლძარღვში გაიჭედა და ჟანგბადის მიწოდება შეზღუდა. გარდაცვალება უეცარი იყო და მისი წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხერხდებოდა.
mshoblebi
ამ უბედურებამდე ემილიმ სიხარულით აცნობა თავის გამომწერებს, რომ მე-5 შვილს ელოდებოდა. ისიც საკეისრო კვეთით უნდა დაბადებულიყო, როგორც ემილის დანარჩენი შვილები. იმავე პოსტში მრავალშვილიანი ბლოგერი აღნიშნავდა, რომ მნიშვნელობა არ
აქვს, ბავშვი ბუნებრივი გზით შეეძინება მშობლებს, სამედიცინო ჩარევით თუ შვილად აყვანით - მთავარია, რომ არსებობსო. ხელმომწერებიც მხურვალედ ეთანხმებოდნენ.
ახლახან ემილის შვილების სახელით სოციალურ ქსელში მიმართვა გამოქვეყნდა: „ყველას მადლობას გიხდით ჩვენი მწუხარების გაზიარებისა და მხარდაჭერისთვის. როგორც მორწმუნე ადამიანებს, გვჯერა, რომ დედა უკეთეს სამყაროშია“ - მიმართვა ჯოს, ფინის, ედისა და ლუნა მიტჩელების სახელით გამოქვეყნდა.

25145
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი