ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის გაბედნიერების შესახებ წერს. როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი ახალი არ არის, უბრალოდ ოჯახი მალავდა და ახლახან გამომჟღავნდა.
"ჩემი შვილი გათხოვდა. უკვე დიდი ხანია. რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია. ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ “ - წერს ხათუნა ჟორდანია და ახალდაქორწინებულთა ფოტოს აქვეყნებს.