პრინცი იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ მუხრანელი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ. ქრისტინემ დღეს თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.
პატარას ბაგრატი დაარქვეს. ასე ერქვა პრინც იოანეს მამასაც. "დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი, გილოცავთ ყველას ნათლისღებას!" - წერს იოანე ბაგრატიონ მუხრანელი ფეისბუქის გვერდზე.
ეს სასიხარულო ამბავი ჩაჩავას კლინიკის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა: "ჩვენს კლინიკაში პატარა უფლისწული დაიბადა!
დღეს ჩვენს კლინიკაში, ნათლისღების დღესასწაულზე, დაიბადა ბატონიშვილების, იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ვაჟი, ბაგრატ ბაგრატიონი! ბაგრატის დედიკო 9 თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში იყო აღრიცხვაზე, დღეს კი ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ! დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ!
ვულოცავთ სამეფო ოჯახს ამ დიდ ბედნიერებას!" - ნათქვამია პოსტში.