ლანა ღოღობერიძის დაუვიწყარმა ფილმმა "როცა აყვავდა ნუში" არამხოლოდ ზურა ყიფშიძეს მოუტანა საზოგადო აღიარება - სწორედ ამ ფილმიდან გაიცნეს ქართველმა კინომოყვარულებმა გოგა ფიფია, რომელსაც მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, რადგანაც ექიმობა ბავშვობიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. ის სრულიად ახალგაზრდა, 59 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
AMBEBI.GE მამაზე სასაუბროდ, მსახიობის და ექიმის შვილს, ნანა ფიფიას დაუკავშირდა.
- მამის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის დაზიანება გახდა, თუმცა არ ეგონა, რომ მას ეს დაემართებოდა, ამბობდა, ამ დაავადებით ბევრი მეგობარი და პაციენტი გადავარჩინეო... ყველაფერი ძალიან გვინ გავიგეთ, როცა უკვე გადარჩენის დაბალი შანსები იყო, თუმცა უკან არ დაგვიხევია... გვირჩიეს, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გვეცადა. შედარებით ახალი, მაგრამ უკვე ეფექტიანი მეთოდი იყო, ვინაიდან სხვა გზა უკვე აღარ არსებობდა.
მე და მამა ლონდონში გავემგზავრეთ, სადაც კლინიკაში ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა... იქაური პერსონალის მადლიერი იყო და თითოეულის მიმართ დიდ სითბოს ავლენდა. გამაგზავნა და საავადმყოფოს თითოეული პერსონალისთვის, დარაჯიდან დაწყებული, ექიმით დასრულებული, საჩუქრები მაყიდინა. ჩემგან პატივისცემა ეკუთვნით, დიდი სითბო გამოამჟღავნესო...
- გადანერგვამ შედეგი ვერ გამოიღო... მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო... ამიტომ, ლონდონში ყოფნისას სულ ვასეირნებდი, რომ ცოტა გახალისებულიყო. ღმერთს ვევედრებოდი, რომ თბილისში ცოცხალი ჩამომეყვანა... იქიდან კი გაუარესებული ჯანმრთელობით დავბრუნდით... თვითონ ყველაფერს გრძნობდა - გვაფრთხილებდა კიდეც, ხვალ ეს დამემართება, ზეგ - ეს, მერე გავითიშები და საავადმყოფოში არ წამიყვანოთ, ტყუილად არ მაწვალოთო... "უმერეტ ტაკ ს მუზიკაი" - ამბობდა ხოლმე...
ბოლო ახალ წელს მოილხინა. განსაკუთრებულად აღნიშნა, საახალწლო სუფრისთვის საგანგებოდ გამოეწყო და ისე მიუჯდა... 31 იანვარს საავადმყოფოში გადავიყვანეთ და 12 თებერვლამდე იცოცხლა...
- კი, ასეა, თავს არ უვლიან, ჰგონიათ, რომ მათ არაფერი დაემართებათ... არადა, თავადაც ქირურგი იყო და ჩვენში ერთ-ერთი პირველი, ვინც ლაპარასკოპიული (უსისხლოდ) მეთოდით ოპერაციების გაკეთების სათავეში იდგა. წაიკითხეთ სრულად