მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ (რომელიც რამდენიმე წელია თამარა მილანოვას სახელით მოღვაწეობს) მეორე შვილი - ელია გააქრისტიანა ნათლისღების დღესასწაულზე. ნათლობას თაკოს და - ნინო გაჩეჩილაძეც ესწრებოდა. "დღეს ჩემი პატარა, ცისფერთვალება მზეჭაბუკი ელია გაქრისტიანდა!" - დაწერა მოგვიანებით ნინომ.
პატარა ელიას ცნობილი ნათლიები ჰყავს, დედის მეგობრები - პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი და მომღერალი ქრისტინე იმედაძე. ნათლობას ასევე ესწრებოდა თაკოს დ ქრისტინეს მეგობარი ნინი ბადურაშვილი.
ცნობისათვის, ბულგარელ პროდიუსერს და კომპოზიტორ ბორისლავ მილანოვს და თაკო გაჩეჩილაძეს ორი შვილი ჰყავთ - გაბრიელა და ელია.