ცნობილი ჩინელი მსახიობი, 29 წლის ჩჟენ შუანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მსახიობი ბოიფრენდს დაშორდა - ასევე ცნობილი პროდიუსერ ჩჟან ხენს, რომელთან ერთადაც თვეებით ადრე საერთო შვილის ყოლა დაგეგმა და სუროგატ დედას მიმართა. თუმცა როგორც კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ჩჟანის შვილი აღარ სჭირდებოდა და 7 თვის ორსულ სუროგატ დედას მოსთხოვა, შეეწყვიტა ორსულობა.
ეს სკანდალური ამბავი მისმა ყოფილმა მიჯნურმა გაასაჯაროა და ახლა მსახიობის მომავალი კარიერაც ეჭვქვეშ დადგა. მით უმეტეს, რომ ეს ამბავი მას მერე გახმაურდა, რაც შუანი მოდური ბრენდის "პრადას"
ელჩად დაასახელეს. სავარაუდოდ, ბრენდიც გაწყვეტს მასთან კონტრაქტს, რადგან შუანის საქციელმა უამრავი ადამიანი აღაშფოთა და გამუდმებით აკრიტიკებენ მას.
საბოლოოდ სუროგატმა დედამ იმშობიარა - ტყუპი გააჩინა, რომლებიც ბიოლოგიურმა მამამ წაიყვანა სამშობიაროდან.