ცნობილი ჩინელი მსახიობი, 29 წლის ჩჟენ შუანი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მსახიობი ბოიფრენდს დაშორდა - ასევე ცნობილი პროდიუსერ ჩჟან ხენს, რომელთან ერთადაც თვეებით ადრე საერთო შვილის ყოლა დაგეგმა და სუროგატ დედას მიმართა. თუმცა როგორც კი წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ჩჟანის შვილი აღარ სჭირდებოდა და 7 თვის ორსულ სუროგატ დედას მოსთხოვა, შეეწყვიტა ორსულობა.
საბოლოოდ სუროგატმა დედამ იმშობიარა - ტყუპი გააჩინა, რომლებიც ბიოლოგიურმა მამამ წაიყვანა სამშობიაროდან.