ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ გადასაღებ მოედანს თანდათან ჩამოშორდა და საკმაოდ უჩვეულო და თამამი ინტერნეტმაღაზიის მფლობელი გახდა. სანამ კოლეგები გვინეტის ბიზნესსა და მის ინტიმურობაზე ჭორაობდნენ, მსახიობის ვაჟი, 13 წლის მოზესი სირცხვილით იწვოდა.
საქმე ისაა, რომ გვინეტ პელტროუ ნამდვილი სილამაზის იმპერიის მფლობელია. მის ბიზნესში მოიაზრება ძირითადად სხეულის მოვლის, სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინოვაციური საშუალებები. ასევე უჩვეულო ნივთები, რომლებიც ქალური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლინებაში ეხმარება მფლობელს. მის მაღაზიაში იყიდება სექს-სათამაშოები, ასევე ნივთები ინტიმური ჯანმრთელობისთვის, რომლებიც ცოტა უჩვეულოა. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად მიიღო მისმა მოზარდმა ვაჟმა.
გვინეტმა ამის შესახებ ერთ-ერთ შოუში ისაუბრა.
"მოზესს უჭირს ამ რეალობის მიღება. ბუნებრივია, მას ცხოვრების უკეთესი და უფრო ლამაზი მხარე იზიდავს" - აღნიშნა მსახიობმა. მისი თქმით, ბევრი ისაუბრა ვაჟთან და დაარწმუნა, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია.
"ასე მითხრა, თავიდან ძალიან მრცხვენოდა, შენს საიტზე ვიბრატორები და ასეთი რამეები რომ იყიდებოდა. ვფიქრობდი, რომ ეს ცუდი და სამარცხვინო საქციელია. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ჯანსაღია. შენ ფემინისტი და ძალიან მაგარი ხარ, დედა" - გააჟღერა შვილის სიტყვები გვინეტ პელტროუმ.
მსახიობის მაღაზიაში გამოფენილი ნივთები მოზრდილებშიც არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს. მაგალითად, სანთლები, რომლებსაც აწერია, რომ ინტიმური ორგანოების სურნელი აქვთ, ასევე ინფრაწითელი გამოსხივების გაჯეტი, რომელიც სასქესო ზონას აცხელებს და არომატულ ორთქლს უშვებს. ამით ის სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას უწყობს ხელს, რამაც თავის მხრივ, ზონის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი. სხვათა შორის, ეს ტექნოლოგია გვინეტს ჩინურ ხალხურ მედიცინაში გავრცელებულმა ინტიმურმა აბაზანებმა შთააგონა, რომელიც კალიფორნიის მდიდრულ სპაცენტრებშიც გამოიყენება. ამ ტრადიციის მიხედვით, ქალები ინტიმური ზონაში მცენარეების ორთქლის აბაზანებს იკეთებდნენ.
ეს მეთოდი დღესაც გამოიყენება არატრადიციულ მედიცინაში და ამბობენ, რომ საუკეთესოა ცისტიტის, საკვეცხეების ანთების, არასასურველი გამონადენის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. დღეს სპეციალური ქოთნებიც კი იყიდება მკურნალობის ამ მეთოდის გამოსაყენებლად. თუმცა გინეკოლოგები მას რეკომენდაციას არ უწევენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგიერთი გინეკოლოგიური მდგომარეობის დროს (ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი) ცხელი ორთქლი კატეგორიულად აკრძალულია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ორთქლი არასასურველ გავლენას მოახდენს საშოს ბუნებრივ მიკროფლორაზე.
"ნორმალური ფლორა გულისხმობს მიკროორგანიზმების ბალანსს. ამ მიკროსამყაროში შეჭრა საკუთარი ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას ნიშნავს. ორთქლის ზეგავლენით რძემჟავას გამომუშავება შემცირდება, რაც პათოგენებს გაამრავლებს და "კარს გაუღებს" სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს" - აცხადებენ ესთეტიკური გინეკოლოგიის სპეციალისტები.