- რამდენად გაცნობიერებული აქვთ დღეს წყვილებს ჯვრისწერის მნიშვნელობა?
- როცა ნეფე-პატარძალი თავზე გვირგვინს იდგამს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა დღეს სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჯვრისწერა სიმბოლურად სრულდება. ხშირად, წარმოდგენა არ აქვს არც სიძეს და არც პატარძალს, რა ხდება ამ დროს, არც სასულიერო პირს უსმენენ. ძირითადად ხმაურში, ფოტო და ვიდეო გადაღებაში აღ
ყველაფერი მამაკაცისგან იწყება. მამაკაცი თუ ღირსეულად მოიქცევა, იმეფებს საკუთარ თავზე, ანუ თავისუფალი იქნება და ოჯახის საქმეებს გონივრულად განკარგავს, ბუნებრივია, მისი მეუღლეც სიყვარულით, კდემამოსილებით აღივსება და მისი ერთგული იქნება. ოღონდ აქ არ უნდა იყოს ერთპიროვნული ლიდერობა, უნდა იყოს ბჭობა, გარკვეული საკითხის ერთდროული გადაწყვეტა. ის, რომ მამაკაცი ვარ, ყველაფერი სწორად მესმის და შენ ვინ გეკითხება ან მარტო მე ვიციო, ასე არ შეიძლება,

კაცობრიობის გამოხსნა და მხსნელის მობრძანება მოხდა ქალწულ მარიამისაგან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზეციურ იერარქიაში წმინდა სამების შემდეგ ყველაზე აღმატებული ქმნილება არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საქართველოში წმინდა ნინომ იქადაგა, ყველაზე ძლიერი საქართველო და აყვავებული ქრისტიანობა თამარ მეფის დროს იყო და ყველაზე ახოვანებით ჭეშმარიტი სარწმუნოება ქეთევან დედოფალმა დაიცვა, ასე რომ, მამაკაცებს ვთხოვ, ნურაფრით ნუ დაამცირებენ დედაკაცებს და ჩვენი ოჯახები იყოს ისეთი, როგორც უფალს უნდა.
- მეორე ქორწინებას როგორ უყურებს ეკლესია?
- მეორე ქორწინებაც კანონიერია, მაგრამ ის ადამიანი ჯვარწერილად მაინც პირველ მეუღლესთან ითვლება, მეორე ქორწინება გვირგვინების გარეშე აღესრულებოდა და მინდა გვირგვინების დადგმასაც შევეხო. გვირგვინის დადგმა ნიშნავს ცოდვაზე გამარჯვებას, როცა ნეფე-პატარძალს გვირგვინს ადგამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა სიძვისა და მრუშობის ნაცვლად, ოჯახი შექმნეს და ამით დაამარცხეს ვნება. ოჯახის შექმნის პირველი მიზანი არ არის შვილების გაჩენა, ვინმეს არ ეგონოს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, პირველ რიგში ოჯახი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცმა და ქალმა მოპირდაპირე სქესთან ვნება დაიკმაყოფილოს, აღარ იმრუშოს და სიძვაში არ ჩავარდეს, ანუ მათ პირველ რიგში ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რომ ვნება დაამარცხონ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, შემდგომში ღვთის კურთხევაა ასეთი, რომ გამრავლდით და ინაყოფიერეთ ქვეყანასა ზედა.
წაიკითხეთ სრულად