ბარსელონაში მცხოვრები ქართველები სოციალურ ქსელში წერენ იმ ამბის შესახებ, რომელიც გასულ შაბათს მოხდა - ბარსელონის გარეუბანში ერთმა მაროკოელმა ჩვეულებისამებრ გამვლელის გაძარცვა მოიწადინა, მაგრამ ესპანელის ნაცვლად დანიანი ქართველი შერჩა ხელში და საფულის ნაცვლად - გადაჩეხილი სახე.
ამბავს ესპანური ინტერნეტგაზეთი "მეტროპოლიც" გადმოსცემს:
არშემდგარმა ქურდმა მძიმე ჭრილობები მიიღო, ძარცვის მცდელობისას სანტა კოლომას ერთ უბანში. მაროკოელი წარმომავლობის პირმა გამვლელის გაძარცვა სცადა. დაზარალებულმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და დანით სახეში რამდენჯერმე დაჭრა. გამვლელებმა ძლივს გამოგლიჯეს ქურდი ხელიდან დაზარალებულს.