ახლახან პაპარაცებმა კვლავ იპოვეს იგი - ლონი ნაგვის ურნაში იქექებოდა და ბინძურად ეცვა. მას ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს არამარტო ქმართან, რომელმაც ნარკოტიკებს შეაჩვია და სცემდა, არამედ მეგობრებთანაც.

ჯერ კიდევ 2018 წელს მან ჟურნალისტებს განუცხადა: "ჯერემის არ ველაპარაკები, არც მეგობრებთან საუბარი მინდა. ყველაფერი რიგზე მაქვს, არ მინდა ვინმე მეხმარებოდეს. დამოუკიდებლად ცხოვრებაც შემიძლია. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. არავინ ერევა ჩემს საქმეებში და მეც არავინ მაინტერესებს."

ცნობილია, რომ ლონი თავის დროზე სამსახურიდან დაითხოვეს. ერთ დროს ის ლოს-ანჯელესის კოსმეტიკური ქირურგიის ცენტრთან თანამშრომლობდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ბინის პრობლემები შეექმნა.
თავიდან მეგობრებთან ცხოვრობდა. შემდეგ იაფფასიან სასტუმროში გადაბარგდა. მალე კი ღია ცის ქვეშ ყოველგვარი
ამბობს, რომ ცხოვრებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა ქუჩაში ყოფნას ბევრი უსიამოვნება ახლავს. ის ბევრჯერ გაქურდეს და არამარტო ღამის საათებში. გაირკვა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ უბანავია, რადგან გადაწყვიტა, მაქსიმალურად ბინძური იყოს, რომ გაძარცვის მიზნითაც არავინ მიეკაროს.

ყველაფერ ამის ფონზე ყოფილ მოდელს ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. მან ჟურნალისტებს უამბო, როგორ ეჩვენებოდა, თითქოს მთელს სხეულში დენი დენი ურტყამდა. მაშინ მიხვდა, რომ ახლობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
რაც შეეხება მის ქმარს, ნარკოტიკებისთვის, ცოლის ცემისა და მისი განარკომანებისთვის სასჯელი მოიხადა. აღარც კინოში იღებენ, თუმცა მაინც უკეთესი ცხოვრება აქვს - თავისუფალია და ფიტნეს ინტრუქტორად მუშაობს. ლონი ამ დრომდე ქმრის შესახებ დუმს და არცერთ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.