მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე გარდაცვლილი მამის შესახებ წერს:
"თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, სულ პატარა მამა მესიზმრება, სულ მაჩვენებს, რომ ხედავს ყველა სიახლეს, ყველა წარმატებას და განცდილ სიხარულს. ყველა სიზმარში გემრიელად ჩამკოცნის, ჩავკოცნი, ჩავეხუტები, ყველგან გრძელი თმა აქვს, თავისი ულამაზესი სახე, ღიმილით ან ქეიფიდან მოდის ან მეგობრებისგან და ისევ მიდის ხოლმე!
მომინდა გამეზიარებინა, იმდენად გემრიელად მოვესიყვარულე".
შეგახსნებთ, ნანუკა ყველასათვის საყვარელი გოგიჩას, გიორგი გოგიჩაიშვილის შვილია. გოგიჩა სამწუხაროდ მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და გული დასწყვიტა მათაც კი, ვისთანაც თუნდაც ერთხელ ჰქონდა კონტაქტი.
მამის გარდაცვალების შემდეგ ნანუკამ ოჯახი შექმნა, მისი მეუღლე ცნობილი ბიზნესმენის ვაჟი, ნიკა ნაყოფიაა. წყვილმა მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა და ბედნიერად ცხოვრობენ.
თეკლა ჟვანია