ბაგრატიონ მუხრანელების ახალშობილი მემკვიდრე სამშობიაროდან გაწერეს. იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების პირველი ვაჟი ბაგრატი 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე მოევლინა ქვეყანას.
ქრისტინემ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.
ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა და საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა.
ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახში, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი.