გარის 27 წლის ძმამ პიტერმა, რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოციალურ ქსელში დაწერა წერილი გარდაცვლილ ძმაზე და გამოაქვეყნა ფოტოები - ერთზე მისი მშობლები არიან ასახული სასაფლაოზე.


ასევე გამოაქვეყნა უკანასკნელი ფოტო, რომელზეც მისი ძმა მოდელ გაია ჟაკ-მატისთან ერთად

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ჩემი ძმის, ნამდვილი ანგელოზის, უნიკალური ადამიანის და არავისი მსგავსის ხსოვნას ვცეთ პატივი. ეს ფოტო, რომელიც მის უკანასკნელ დღეს არის გადაღებული, მარადიული სილამაზის მაჩვენებელია, რომელიც სამუდამოდ ჩვენთან. შეუძლებელია იმ სიცარიელის გამოხატვა, რომელსაც განვიცდი ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. მასთან უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს, ის ძალიან ზრუნავდა ჩემს ბედნიერებასა და კომფორტზე. მე დავკარგე არა მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარი, ჩემი მეორე ნახევარი. გული მეკუმშება იმაზე ფიქრით, რომ ვეღარასდროს ვნახავთ მის ლამაზ სახეს", - წერს პიტერი.
შეგახსენებთ, გარი წარმატებული მოდელი იყო და ასევე ჟურნალისტი, მამის მედიაჰოლდინგშიც მუშაობდა. წლები ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას და ახლაც გეგმავდა მკურნალობის გავლას სარეაბილიტაციო ცენტრში.

