"დასცინოდნენ... უტვინოს ეძახდნენ... ერთხელ ისე სცემეს, ექიმი დასჭირდა" - ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლაში ჩაგრავდნენ
"დასცინოდნენ... უტვინოს ეძახდნენ... ერთხელ ისე სცემეს, ექიმი დასჭირდა" - ვარსკვლავები, რომლებსაც სკოლაში ჩაგრავდნენ
ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი ბავშვობაში თანატოლებისგან ხშირად ყოფილა დაცინვისა და ძალადობის მსხვერპლი. ბევრმა მათგანმა ამის გამო სკოლაც არ დაამთავრა, ზოგი კი სკოლის ტუალეტში მომხდარ საშინელ ამბებს დღემდე იხსენებს. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც სკოლაში ჩაგრავდნენ.

უაინონა რაიდერი
mshoblebi
ერთ-ერთი ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ სკოლაში თანატოლები დასცინოდნენ. მოზარდობისას ძალიან გამხდარი იყო, უნისექსის სტილის სამოსს ატარებდა და თმაც მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. კლასელები მის ორიენტაციაზე უხამსად ხუმრობდნენ, ამცირებდნენ და უცემიათ კიდეც ისე, რომ ექიმის დახმარება დასჭირდა.
„სერიოზული დაზიანებები მქონდა, ნაკერებიც დამადეს“ - ამბობს მსახიობი. როცა
16 წლის ასაკში ფილმში გადაიღეს, ეგონა, კლასელების დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვლებოდა, თუმცა უარესი მოხდა. გოთი გოგონას როლის შესრულებისთვის, რომელიც მოჩვენებებს ხედავდა, სკოლაში უკვე კუდიანს ეძახდნენ.

ჯესიკა ალბა
mshoblebi
ისიც იტანჯებოდა სკოლის წლებში. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და სკოლას ხშირად აცდენდა, პროგრამის ათვისებაც უჭირდა, ამიტომ სულ ცუდი ნიშნების ჰყავდა. კლასელები უტვინოს ეძახდნენ, თუმცა დაცინვის სხვა მიზეზებიც იპოვეს. მათ გოგონას ტეხასური აქცენტი ამოიჩემეს, მისი გემოვნება და ჩაცმის სტილიც სასაცილოდ აიგდეს. დღეს ჯესიკა არამარტო წარმატებული მსახიობია, არამედ ბიზნეს ლედიც. მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი შექმნა, რომელსაც კარგი შემოსავალი მოაქვს.

კრისტიან ბეილი
mshoblebi
ბეტმენის კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობის შემყურე ვერც იფიქრებთ, რომ ერთ დროს მოძალადეებისთვის ხელის შებრუნებაც არ შეეძლო. კრისტიანს კინოში 13 წლიდან იღებდნენ.
მისი პირველი ფილმი „მიო, ჩემი მიო“ იყო, მაგრამ ამის გამო კლასელები პატივს კი არ სცემდნენ, არამედ შურდათ მისი და ბოღმას აგრესიით გამოხატავდნენ. ბავშვები სცემდნენ ბეილს, მას კი თავის დაცვა არ შეეძლო. მას შემდეგ იცის, რომ წარმატებულობა თავდასხმებისგან არ გიცავს.

ბლეიკ ლაივლი
mshoblebi
მსახიობი 2 წლის წინ გამოტყდა, რომ კლასელები სიმაღლის და თმის ფერის გამო დასცინოდნენ და ტელეშოუდან ერთ-ერთი სასაცილო ფრინველის სახელს ეძახდნენ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაპოსტა და ამ ჩიტთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. „ასე უნდა დაუმეგობრდე მას, რაც ერთ დროს ტკივილს გაყენებდა“ - წერს მსახიობი.
როგორც ჩანს, კომპლექსებმა მის თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა. როგორც კი ცნობილი გახდა, ბლეიკმა პლასტიკურ ქირურგს მიაკითხა, შეისწორა ცხვირის ფორმა და ბლეფაროპლასტიკაც გაიკეთა.

ჯეკი ჩანი

mshoblebi
დღეს მსახიობი თავად ასრულებს ყველა ტრიუკს ფილმებში და თავდაცვის შესანიშნავ უნარებსაც ფლობს. თუმცა ბავშვობაში საქმე სხვანაირად იყო. „სკოლაში პეკინში დავდიოდი. ხშირად დამცინოდნენ, არ ვიცოდი, თავი როგორ დამეცვა, ამიტომ ჩემს დამცირებას განაგრძობდნენ. დაცინვა შეწყდა, როცა სხვა ბიჭი დავიცავი. სხვისთვის ჩხუბმა მეც გამიჩინა თავის დაცვის უნარი“ - განაცხადა მსახიობმა. ჩხუბმა შთააგონა საბრძოლო ხელოვნებას დაუფლებოდა და დღეს რამდენიმე სახეობის ოსტატია.

დემი ლოვატო
mshoblebi
მომღერალი იხსენებს, რომ ბავშვობაში ზედმეტი წონის გამო დასცინოდნენ. ამან გოგონა კვებით აშლილობამდე მიიყვანა. 12 წლის ასაკში ბულემიაზე მკურნალობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში თანატოლებთან დალაპარაკების ეშინოდა. დაიწყო სხეულის დასერვაც რათა ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებულიყო.
15 წლის ასაკში მისი  ცხოვრება შეიცვალა. ის სელენა გომესთან ერთად სერიალში გადაიღეს და ტურნეშიც გაემგზავრა. მალე სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგონებს დაუმეგობრდა და ურთიერთობების პრობლემა აღარ ჰქონია. სამაგიეროდ მოგვიანებით ნარკოტიკებთან დაკავშირებით გაუჩნდა პრობლემები.

ირინა შეიკი
mshoblebi
მომავალ სუპერმოდელს სკოლაში ჩაგრავდნენ. მაღალი ტანის და მეტისმეტი სიგამხდრის გამო „ჯოხს“ ეძახდნენ, სქელი ტუჩების და შავგვრემანობის გამო კი - ჩუნგა-ჩანგას. ამის შესახებ ირინამ ინტერვიუშიც ისაუბრა. სამაგიეროდ, მისი ეს თვისებები სათანადოდ და ძალიან ძვირად ფასდება დღეს. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიური ქალაქიდან მოსკოვის დასაპყრობად გაეშურა. იქედან კი მალე ევროპაში მიიწვიეს.

820
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები