"კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს" - მარიამ ნაკანი
"კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს" - მარიამ ნაკანი
ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ფოტოს, თუ როგორი ალერგია ემართება კატებზე. პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მით უმეტეს, რომ ფოტოგრაფი რჩევას კითხულობს, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს:

"დილემის წინაშე ვარ მეგობრებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე.
კატები მყავს სახლში და აი, ასეთი რამ მემართება ხოლმე, ხან თვალები მისივდება, ხანაც სპაზმური ხველა მახრჩობს.
ვერ ვიძინებ, ვერ ვსუნთქავ.
ხანდახან ისეთ მკვეთრ ალერგიას მაძლევს, რომ ვიხრჩობი, ღია ფანჯარასთან დგომაც აღარ მშველის, მეშინია ქრონიკულში არ გადამივიდეს...
არადა დიდი ხანია, მათ აღარ ვეკარები, მაგრამ რომც არ შევეხო, მაინც ვრეაგირებ მათ ბეწვზე.
ალბათ ჰაერში დაფრინავს რაღაც მტვერი, ფაქტია, რომ არ ვკიდებ ხელს და მაინც მიწევს ძილის წინ ანტიჰისტამინის დალევა.
უკვე შევჯექი ამ წამლებზე.
ხანდახან ჰორმონის დალევა მიწევს.
ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიყავი მისული, შიგ თვალში დამჭირდა ნემსების გაკეთება და 2 კვირიანი თერაპია.
ანუ რამდენიმეჯერ მომიწია თვალში შიგნით ნემსის დარჭობა, წარმოდგენილი გექნებათ რა უსიამოვნოა...
მაგრად გადამირჩა თვალი, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო ჯავრიშვილის კლინიკას.
ვიფიქრე გავაჩუქებ-თქო კატებს, წესიერ, მზრუნველ ადამიანებს გადავცემ მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებს ენანებათ, იმიტომ, რომ ეცოდებათ ისინი...
თან ჩემი მოყვანილია ორივე და დამნაშავე ვარ ნამდვილად.
მაგრამ თან ვხვდები, რომ ორგანიზმს ძალიან ვაზიანებ, მუდმივი წამლების მიღებით.
ასეთმა ხშირმა ანტიჰისტამინებმა მეშინია, იმუნური სისტემა არ
დამინგრიოს.
არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება...
თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?"
5020
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
გიორგი
0
არადა მეუღლეს და ბავშვებს ისე უყვართ ეს კატები, რომ ვითმენ, ვგრძნობ ძალიან ვაწყენინებ, რომ მოვითხოვო კატების გაშვება... თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?" --- ნუთუ ეს კითხვა სერიოზულადაა დასმული?
18:23 / 25-01-2021
ნათია
1
თუ კატები ასე ძალიან გიყვართ იყოლიეთ კატა "კანადური სფინქსი" რომელიც სულ არ არის ალერგიული....
16:39 / 25-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი