46 წლის ევა მენდესი, ჰოლივუდის ვარსკვლავი არაერთი წარმატებული პროექტით, რა ხანია კინოში აღარ ჩანს. მას მერე, რაც დედა, ჰოლივუდი მიატოვა და მთელ დროს შვილებს აღზრდას უთმობს.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელშიც აღარ ჩანს - რამდენიმე თვეა, ინსტაგრამზე არ დაუპოსტავს. გუშინ დაარღვია მდუმარება და გამომწერებს აუხსნა, რომ შვილის თხოვნით მაქსიმალურად შეამცირა ინტერნეტში ყოფნის დრო. ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ბავშვებს არ უნდა აუკრძალონ მშობლებმა თავიანთი პოზიციის გამოხატვა - თუნდაც ხანდახან აგრესიული ფორმით.
"დართეთ ნება, თუნდაც იყვირონ თქვენი მისამართით. ეს არ არის უპატივცემულობა. ეს ნორმალურია. ბავშვებს ხანდახან ისე ძალიან უნდათ საკუთარი ფასეულობის გატანა, თქვენგან აუცილებლად მოითხოვენ პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ.
ბოლო პერიოდში არაფერი დამიპოსტავს, რადგან ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა, რომ მეტისმეტად ხშირად ვსარგებლობ ტელეფონით. მან ეს ძალიან განიცადა. ბავშვია და ეს ბუნებრივია, ისინი ხომ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. ჩვენ ვისაუბრეთ, ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო და დავპირდი, რომ კიდევ უფრო ყურადღებიანი ვიქნები. მივხვდი, რომ მართალია, სულ სახლში ვარ, მათ გვერდით, მაგრამ ეს ყოველთვის სულაც არ ნიშნავს ჩემს ნამდვილად იქ ყოფნას", - წერს მენდესი.
ევა მენდესი 40 წლის რჩეულთან - მსახიობ რაიან გოსლინგთან ერთად ორ ქალიშვილს ზრდის - 6 წლის ესმერალდას და 4 წლის ამანდას.