“ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთნ დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დღეს, რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ
ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე, ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს, ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის ავთენტურობა.
ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?! როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ
გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ, მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ”.