ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის რუსმა ცოლმა შვილის მკვლელობა აღიარა
ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის რუსმა ცოლმა შვილის მკვლელობა აღიარა
გასულ ზაფხულს გაჩნდა დასავლურ პრესაში ინფორმაცია საშინელ დანაშაულზე, რომელიც ლონდონის რესპექტაბელურ რაიონში მოხდა. ახლაღა დადგინდა ყველა დეტალი და მოეფინა ნათელი საქმეს.

2020 წლის აგვისტოში გაიგო საზოგადოებამ ტრაგედიაზე, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის დინ ფრიმენის ოჯახში მოხდა - გარდაიცვალა მისი ერთადერთი მემკვიდრე. 

57 წლის დინს ცოლად ჰყავდა მასზე 20 წლით უმცროსი, რუსი, მოსკოველი ოლგა. იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ოლგა ბრიტანეთში წავიდა სამუშაოდ და იქ გაიცნო სწორედ ფოტოგრაფი.
mshoblebi
მიუხედავად იმისა, რომ ფრიმენი სულ ვარსკვლავების წრეში ტრიალებდა, წყვილი არ დადიოდა წვეულებებსა და ღონისძიებებზე. ტრაგედიის შემდეგ
გაირკვა, რომ ოლგა და დინი წლებია განქორწინებული ყოფილან და ერთმანეთთან აღარ ურთიერთობდნენ. ფრიმენმა საერთო შვილი დილანი ოლგასთან დატოვა, ლონდონურ სახლში და თვითონ სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც მეზობლები ყვებიან, ძალიან იშვიათად უნახავთ ის ამ სახლში მოსული და შვილის მოვლა-პატრონობა მთლიანად ოლგას კისერზე იყო. არადა, დილანი ბევრი პრობლემით დაიბადა. მას აუტისტური სპექტრის მძიმე აშლილობა ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ვერც დადიოდა - ეტლში იჯდა. 

10 წლის ბავშვის უსულო სხეული პოლიციამ 2020 წლის აგვისტოს იპოვა და მაშინვე დედა გახდა მთავარი ეჭვმიტანილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ მეზობლებმა ღამით ბავშვის განწირული ყვირილი გაიგონეს. თუმცა დილანის უცნაური ხმები ადრეც გაუგონიათ და ჩათვალეს, რომ აგრესიის მორიგი შემოტევა ჰქონდა.
mshoblebi
შვილის მკვლელობა აღიარა" />
თავად ფრიმენს არასდროს გაუკეთებია კომენტარი შვილის გარდაცვალებაზე და ცოლის ხსენებასაც ყველანაირად ერიდებოდა. როგორც ჩანს, არც სიცოცხლეში იღებდა მონაწილეობას ბავშვის ცხოვრებაში. 

ახლახან გამოაქვეყნა პოლიციამ ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ოლგამ აღიარა მკვლელობა, თუმცა თვითონაც ვერ გააცნობიერა, როგორ მოხდა ეს. მისი თქმით, წამლების დიდი დოზა მისცა.

მანამდე ქალი წლები ჩიოდა ახლობლებთან, რომ საშინლად დაიღალა. დღე და ღამე იყო ბავშვის გვერდით, არავინ არ ჰყავდა დამხმარე და ძალიან უჭირდა. წლების განმავლობაში დეპრესია დაეწყო და გადაღლის და დეპრესიის ნიადაგზე ფსიქიკური ჯანმრთელობაც შეერყა. ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ხმოვანი გზავნილებიც კი ჩაწერა, რომლებშიც საკუთარ თავს "მესიას" უწოდებდა და ამბობდა, რომ აქვს დიადი მოწოდება, "შექმნას ბალანსი სამყაროში და მსხვერპლად შეწიროს საყვარელი შვილი..." 

ახლა ოლგას გაასამართლებენ "არაგანზრახ მკვლელობისთვის". 

618
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი