მსახიობსა და ტელეწამყვანს დუტა სხირტლაძეს, გარდა იმისა, რომ წარმატებული კარიერა აქვს, ოჯახური ბედნიერებაც იპოვა და წლებია, იუველირ მარინა ნაცვლიშვილთან ერთად ორ შვილს ზრდის.
ნინი და ლუკა მამას ძალიან გვანან და ამას ყოველ ჯერზე აღნიშნავენ ოჯახის მეგობრები, როცა სოციალურ ქსელში მათი ფოტოები გამოჩნდება ხოლმე.
გარდა ამისა, დუტას კიდევ ერთი, უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - მარიამ სხირტლაძე გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. მსახიობობით არის გატაცებული და თეატრში თამაშობს.