თეო:
- დიდი მადლობა, ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. დაიბადა ბებოს „მსუქანა“ გოგო, გიორგისავით გოლიათია. გიორგი 4,800 დაიბადა, ჩვენი პატარა გოგო კი - 4,500. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც კარგადაა, ბავშვიც, მამაც. მამა საერთოდ გადარეულია, ისე უხარია.

- რა დაარქვით პატარას?
- ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა მშობლებს უნდათ, რომ ნიკა დაარქვან, ნათლობის სახელი კი იოანა იქნება.- სახელი ნიკა ჩვენთან მაინც უფრო ბიჭთან ასოცირდება..
- დიახ, მაგრამ ასე მითხრეს, შენ ნიკას ნიკოლოზთან აიგივებ, არადა არიან დები ლიზი
- ელენე როგორ შეხვდა დაიკოს დაბადებას?
- ძალიან გახარებულია. დღეს მივდივართ სამშობიაროში პატარა გოგოს სანახავად. გუშინ გიორგი ამბობდა და ვეთანხმები მეც იმაში, რომ ახლა ელენე ძალიან კარგ ასაკშია, არც პატარაა, რომ ვერ გაიგოს და არც ძალიან დიდი. იზრუნებს კიდეც თავის დაიკოზე. ისე უხარია, მეკითხებოდა, ხელში ხომ დამაჭერინებო. მოკლედ, ყველა გახარებულები და ბედნიერები ვართ ამ პატარა გოგოს ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლით.
ციცი ომანიძე