სამწუხაროდ, სოციალურ ქსელს სასარგებლოს გარდა, ბევრი უარყოფითი ახლავს თან, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბავშვებს, რომლების დრო და ქცევა არ კონტროლდება ინტერნეტსივრცეში. არაერთი ტრაგედია მომხდარა იმის გამო, რომ ბავშვები ზედმეტად დამოკიდებული ხდებიან ონლაინსივრცეზე. კიდევ ერთი ტრაგედია იტალიაში მოხდა.
10 წლის იტალიელი გოგონა ტიკ ტოკში გავრცელებულ საშიშ ჩელენჯს ემსხვერპლა. ამ შემთხვევის შემდეგ იტალიურმა ხელისუფლებამ ქვეყანაში აკრძალა ყველა იმ სოცქსელის მომხმარებლის ექაუნთი, რომლის ასაკი საბუთებით არ დგინდება.
ტრაგედია სიცილიის ქალაქ პალერმოში მოხდა. გოგონა ასფიქსიით გარდაიცვალა ამტანობის გამოცდის შესრულების დროს, ე.წ. ბლექაუტის სახელწოდებით. ჩელენჯის ფარგლებში მონაწილეებს ქამარი უნდა შემოეხვიათ კისერზე და სუნთქვა შეეკავებინათ ვიდეოს ჩაწერის დროს...
გოგონა სააბაზანო ოთახში მისმა ხუთი წლის დამ იპოვა... ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტიკ ტოკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მსგავსი კონტენტი, რომელიც აიძულებდა გოგონას ასეთ ქმედებს, ვერ იპოვეს, თუმცა გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო.
ტიკ ტოკში, რომელიც ბავშვებში საკმაოდ პოპულარულია, 2020 წელსაც იყო გავრცელებული სახიფათო ჩელენჯი - მომხმარებლებს მოუწოდებდნენ, ხალები მოეცილებინათ ნებისმიერი საშუალებით, რაც ხელთ ექნებოდათ.
რა არის აუცილებელი, რომ იცოდეს მშობელმა, როგორ უნდა აკონტროლოთ ის სივრცე, რომელშიც არის თქვენი შვილი მობილური ტელეფონის თუ კომპიუტერის საშუალებით და როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს პრობლემები აქვს, ამის შესახებ იხილეთ ვრცელი სტატია: