ბავშვის სათამაშოს არჩევისას გარკვეული წესი არსებობს:
სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო, ლამაზი და სასარგებლო მისი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი სათამაშოს ნაცვლად, შეარჩიეთ ხარისხიანი და ასაკის შესაფერისი. ბევრი სათამაშოთუ გონივრულად არ შეარჩევთ ასაკის შესაფერის სათამაშოს, შესაძლოა არასწორად არჩეულმა სათამაშომ პატარას კრეატიულობის და საკუთარი წარმოსახვის ადგილი არ დაუტოვოს.
• ყურადღებით დააკვირდით ყუთზე დატანილ უსაფრთხოების ნიშნებს და აუცილებლად წაიკითხეთ ანოტაცია.

0-დან 1 წლამდე
ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი მხოლოდ ახლა იწყებს დაინტერესებას საგნებით, მის ყურადღებას მიიპყრობს კაშკაშა ფერის ჩხარუნები, მელოდიური ჟღერადობით.

ჩვილის სათამაშოები
1-დან 3 წლამდე
როდესაც თქვენი პატარა 1 წლის გახდება, უკვე შეგიძლიათ მისთვის შეიძინოთ პირამიდები, კუბიკები, საქანელა-ცხოველები, ხის დიდნაჭრიანი ფაზლები და ქვიშაში სათამაშო ნაკრები. ასევე, ძალიან კარგია ე.წ. „ჭკვიანი სათამაშოები“, რომლებიც ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციის, ყურადღების, სიზუსტის და მეხსიერების უნარებს. 2 წლის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა თავსატეხები, მაგნიტური ანბანი და მეხსიერების გასავარჯიშებელი თამაშები.
3-დან 6 წლამდე
ამ ასაკიდან გოგონებს შეგიძლიათ უყიდოთ თოჯინა, რომელზეც ის იზრუნებს, ჩააცმევს, აჭმევს. ამგვარად ის გააცნობიერებს, რომელ სქესს მიეკუთვნება. ბიჭებს ამ ასაკში იტაცებთ მანქანები, რობოტები და სათამაშო თოფები. სავსებით ბუნებრივია, თუ ბავშვი „საპირისპირო სქესის სათამაშოთი“ დაინტერესდება.

6-დან 10 წლამდე
6 წლიდან ბავშვი უკვე კარგად ურთიერთობს, საკმარისად მოხერხებულია და უყვარს აქტიური თამაშები. ამ პერიოდისთვის ძალიან კარგია სათამაშო იარაღების ნაკრები, რთული კონსტრუქტორები, ფაზლები წვრილი დეტალებით, დარტსი ან ბადმინტონი. გოგონებს ძალიან უყვართ თოჯინების სახლების მოწყობა.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო იცვლება და ახალი პრიორიტეტები უჩნდება. ასეთ პერიოდში ძალიან კარგია, თუ შეიძენთ იმიტაციის სათამაშოს კონკრეტულად მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს მაგიდის ფეხბურთი, ასტრონომის მოწყობილობა, მექანიკური ასაწყობები, პულტით მართვადი სათამაშოები, თოჯინა, რომელსაც შეგიძლია გაუკეთო ვარცხნილობა და მანიკიური.
10+ წელი
ამ ასაკში მოზარდს უკვე აქვს ჰობი. მას აღარ სჭირდება რბილი სათამაშოები და კონსტრუქტორები. ამ პერიოდში საუკეთესო საჩუქარი იქნება გორგოლაჭები, ველოსიპედი, სკეიდბორდი, ელექტრო ჰოვერბორდი. ასევე, რთული ფაზლები, ბილიარდი და სამაგიდო თამაშები.


XS Toys- XS სათამაშოების მაღაზია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების ფართო არჩევანს გთავაზობთ. სათამაშოს არჩევა online-აც შეგიძლიათ.