ზრდასთან ერთად, ბავშვი სწავლობს სამყაროს შეცნობას, რაშიც მას დედის ხელების შეხება, ხმები, შეგრძნებები და სათამაშოები ეხმარება. სათამაშოებს მხოლოდ სიხარული კი არ მოაქვს, არამედ ხელს უწყობს პატარას განვითარების პროცესს. სათამაშოების დახმარებით ბავშვს უვითარდება გონებრივი აქტივობა, მოძრაობების კოორდინაცია, მოსმენა და მეტყველება. მაგრამ, რომელი სათამაშოა შესაფერისი ბავშვის ასაკის მიხედვით და რა ჯობს რომ აირჩიოთ? - მოდით, გავერკვიოთ ამაში!
თუ გონივრულად არ შეარჩევთ ასაკის შესაფერის სათამაშოს, შესაძლოა არასწორად არჩეულმა სათამაშომ პატარას კრეატიულობის და საკუთარი წარმოსახვის ადგილი არ დაუტოვოს.
• ყურადღებით დააკვირდით ყუთზე დატანილ უსაფრთხოების ნიშნებს და აუცილებლად წაიკითხეთ ანოტაცია.
ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი მხოლოდ ახლა იწყებს დაინტერესებას საგნებით, მის ყურადღებას მიიპყრობს კაშკაშა ფერის ჩხარუნები, მელოდიური ჟღერადობით. ეცადეთ აარჩიოთ განსხვავებული ფორმების და ფერების. ასევე, ძალიან კარგია ნაჭრის წიგნები.
როდესაც თქვენი პატარა 1 წლის გახდება, უკვე შეგიძლიათ მისთვის შეიძინოთ პირამიდები, კუბიკები, საქანელა-ცხოველები, ხის დიდნაჭრიანი ფაზლები და ქვიშაში სათამაშო ნაკრები. ასევე, ძალიან კარგია ე.წ. „ჭკვიანი სათამაშოები“, რომლებიც ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციის, ყურადღების, სიზუსტის და მეხსიერების უნარებს. 2 წლის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა თავსატეხები, მაგნიტური ანბანი და მეხსიერების გასავარჯიშებელი თამაშები.
ამ ასაკიდან გოგონებს შეგიძლიათ უყიდოთ თოჯინა, რომელზეც ის იზრუნებს, ჩააცმევს, აჭმევს. ამგვარად ის გააცნობიერებს, რომელ სქესს მიეკუთვნება. ბიჭებს ამ ასაკში იტაცებთ მანქანები, რობოტები და სათამაშო თოფები. სავსებით ბუნებრივია, თუ ბავშვი „საპირისპირო სქესის სათამაშოთი“ დაინტერესდება.
6 წლიდან ბავშვი უკვე კარგად ურთიერთობს, საკმარისად მოხერხებულია და უყვარს აქტიური თამაშები. ამ პერიოდისთვის ძალიან კარგია სათამაშო იარაღების ნაკრები, რთული კონსტრუქტორები, ფაზლები წვრილი დეტალებით, დარტსი ან ბადმინტონი. გოგონებს ძალიან უყვართ თოჯინების სახლების მოწყობა.
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო იცვლება და ახალი პრიორიტეტები უჩნდება. ასეთ პერიოდში ძალიან კარგია, თუ შეიძენთ იმიტაციის სათამაშოს კონკრეტულად მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს მაგიდის ფეხბურთი, ასტრონომის მოწყობილობა, მექანიკური ასაწყობები, პულტით მართვადი სათამაშოები, თოჯინა, რომელსაც შეგიძლია გაუკეთო ვარცხნილობა და მანიკიური.
ამ ასაკში მოზარდს უკვე აქვს ჰობი. მას აღარ სჭირდება რბილი სათამაშოები და კონსტრუქტორები. ამ პერიოდში საუკეთესო საჩუქარი იქნება გორგოლაჭები, ველოსიპედი, სკეიდბორდი, ელექტრო ჰოვერბორდი. ასევე, რთული ფაზლები, ბილიარდი და სამაგიდო თამაშები.
XS Toys- XS სათამაშოების მაღაზია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების ფართო არჩევანს გთავაზობთ. სათამაშოს არჩევა online-აც შეგიძლიათ.