ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ნუცა ქავთარაძე და აჩიკო სოლოღაშვილი შვილს ელოდებიან. წყვილი პატარას თებერვლის ბოლოს ელოდება. აჩიკოს და ნუცას ბიჭი ეყოლებათ.
"მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილს უნდა ერქვას სანი, ალექსანდრე... ძალიან შევიცვალე, იცით, როგორი აქტიური ვიყავი, სკოლაში თხასაც კი მეძახდნენ. ბოლო შვიდი თვეა ძალიან დადინჯებული ვარ. მაგრამ ისედაც არ მიჭირდა ტირილი და ახლა დღეში სამჯერ უმიზეზოდ ვტირი..." - აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ ნუცა ქავთარაძემ "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ზამთრის თბილ დღეებს 8 თვის ორსული ნუცა მეუღლესთან ერთად კახეთში ატარებს. აღსანიშნავია, რომ 8 თვის ნუცა საკმაოდ კარგ ფორმაშია. წინანდალში გადაღებულ ფოტოებს "ფეისბუქზე" აჩიკო სოლოღაშვილი ავრცელებს. განაგრძეთ კითხვა