16 წლის გოგონამ, რომელსაც გარეგნობის გამო სკოლაში დასცინოდნენ, 100-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა: "სიმახინჯის მეშინია"
16 წლის გოგონამ, რომელსაც გარეგნობის გამო სკოლაში დასცინოდნენ, 100-ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა: "სიმახინჯის მეშინია"
პოპულარული ჩინელი ბლოგერი ჩჟოუ ჩუნა მზადაა სილამაზისთვის ყველანაირი მსხვერპლი გაიღოს. საკუთარი გარეგნობის სრულყოფისთვის უკან არაფერზე იხევს და არც მათ უსმენს, ვინც მის შეჩერებას და გონზე მოყვანას ცდილობს.
ჩჟოუმ პირველი პლასტიკური ოპერაცია 13 წლის ასაკში გაიკეთა. გოგონა საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო და თანატოლების მხრიდან დამცირების მსხვერპლიც ბევრჯერ გამხდარა. ეშინოდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაცინვის ატანა მოუწევდა, ამიტომაც მშობლებს ულტიმატუმი წაუყენა - ან პლასტიკურ ოპერაციას დაუფინანსებდნენ ან სკოლას მიატოვებდა.
mshoblebi
ჩუნამ ოჯახს გამოსავალი არ დაუტოვა და ოცნება აისრულა - ქუთუთოების კორექციის შედეგად მან „ფახულა
თვალების“ ეფექტი დაიყენა. აზიელებში ეს პროცედურა ძალიან მოთხოვნადი და მოდურია.
mshoblebi
„ქუთუთოების შეცვლის შემდეგ ჩემს მიმართ ყველამ შეცვალა დამოკიდებულება, უფრო მეგობრულები გახდნენ“ - ამბობდა ჩჟოუ, რომელმაც პირველივე ოპერაციის შემდეგ ბლოგერობა დაიწყო.
mshoblebi
მას 300 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მათთან ერთად განიხილავს ყოველ ახალ პლასტიკურ ოპერაციას. ბევრი მოუწოდებს გოგონას, რომ ახალ ტრანსფორმაციებზე უარი თქვას, რადგან თანდათან უფრო არაბუნებრივად და დაბერებულად გამოიყურება. თუმცა ჩჟოუ არავის უსმენს და ამბობს, რომ ყოველი ახალი მანიპულაციის შემდეგ უფრო მოსწონს საკუთარი თავი და თავდაჯერებაც ემატება.
mshoblebi
3 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა - რინოპლასტიკით დაწყებული ლიპოსაქციითა და მკერდის კორექციით დასრულებული. მხოლოდ 2020 წელს გოგონამ 20-ჯერ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას. ოპერაციებში 620 ათასი დოლარი აქვს
დახარჯული. თანხის დიდი ნაწილი მისი მშობლების დანაზოგი იყო. დედ-მამა ძალიან შეშფოთებულია და ცდილობენ, გოგონამ მხოლოდ სერთიფიცირებულ კლინიკებს და გამოცდილ სპეციალისტებს მიმართოს.
mshoblebi
„ბოლომდე არასოდეს ვიქნები საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი. სულ მგონია, რომ ახალი ოპერაციის მერე კიდევ უფრო ლამაზი ვიქნები. მეკითხებიან, ხომ არ ვნანობ, ამდენი ოპერაცია რომ გავიკეთე. სინამდვილეში მარტო იმას ვნანობ, უფრო ადრე რომ არ დავიწყე მათი კეთება“ - ამბობს ჩჟოუ.
16 წლის ბლოგერი ვეღარ ჩერდება. ამდენმა ჩარევამ სერიოზულად შეულახა ჯანმრთელობა. ადრეულ ასაკში ჩატარებული მანიპულაციები ორგანიზმის ზრდის პროცესში ბევრ პრობლემას იწვევენ. მაგალითად, ლიპოსაქციის შემდეგ გოგონა კიდევ გაიზარდა, რამაც კანის დაზიანებები გამოიწვია. ხშირი ანესთეზიის გამო მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა.
„საჭმლის და წყლის გარეშეც კი გავძლებ, მაგრამ პლასტიკური ოპერაციების გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ძალიან მიყვარს ეს პროცედურები და არც ანესთეზიის წინააღმდეგი ვარ. ტკივილის არ მეშინია, მე სიმახინჯის მეშინია“ - ასეთია 16 წლის გოგონას პოზიცია.

18851
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
Sara
0
ეს გოგონა არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
14:12 / 11-02-2021
lol
0
მარტივია სხვისი დაცინვა, დაბულინგება, ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანები თავიანთი ქმედებებით სხვის მენტალურ ჯანმრთელობას ძალიან დიდი ზიანს აყენებენ ((
12:22 / 01-02-2021
მსგავსი სიახლეები