არც ისე დიდი ხანია სოციალურ ქსელში შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებული შუშანა ბებოს ვიდეოები გამოჩნდა და ძალიან ბევრი ადამიანის სითბო და სიყვარული დაიმსახურა. ქალბატონი 84 წლისაა, განსაკუთრებით უყვარს წითელი ტუჩსაცხი, ფრჩხილის ლაქი და თავის მოვლა. მოყოლილი ისტორიები კი ერთნაირად თბილია ყველა ადამიანისთვის. ზოგს საკუთარი ბებო ახსენდება, ზოგიც გაოცებას ვერ მალავს, რომ ამ ასაკში თავს უვლის, მაკიაჟზე ზრუნავს და იმავეს სთხოვს შვილიშვილს, მარის: "80 წლის ქალი ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე და შენ, 18 წლის გოგო, ასე უყურადღებოდ რატომ ხარ? მე მაინც შემომხედე, როგორ ვიქცევი."
შუშანა ბებო თვლის, რომ ქალი სახლშიც და გარეთ სულ ფორმაში უნდა იყოს. ემოციებით სავსე ვიდეოებს ბევრი ადამიანი იწონებს და ყოველდღე ელიან მის გამოჩენას. ჩვენც რამდენიმეს გთავაზობთ.