3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" უერთდება.
ამ დღესთან დაკავშირებით "პალიტრა L" საკუთარ Facebook გვერდზე მწერალ ნათია ჯანაშიასთან ერთად მოაწყობს live ჩართვას 19:00 საათზე.
გვჯერა, რომ წიგნის სიყვარული ბავშვებს უფროსი თაობისგან გადაეცემა. ამიტომ, კამპანიაში #liveყველაბავშვისთვის ნებისმიერ მსურველს შეეძლება ჩართვა და საყვარელი საბავშვო ნაწარმოების საჯაროდ წაკითხვა. იმ live-ების ავტორებს,რომელთან ყველაზე მეტი გამოხმაურება ექნება, გამომცემლობა "პალიტრა L" დაასაჩუქრებს წიგნებით.
კამპანიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია დღეს საღამოს ჩაერთოთ Facebook- ის ლაივში, რომელიც იქნება public; მონიშნოთ „პალიტრა L“ და დააწეროთ #liveყველაბავშვისთვის. ჩვენ გვაინტერესებს, რომელი ნაწარმოები მიგაჩნიათ ბავშვებისთვის აუცილებლად წასაკითხად.