ბავშვობაში დედის ამაგს ბოლომდე ვერ აცნობიერებ, ამისთვის გარკვეული ასაკია საჭირო. ძლიერი დედის შვილები, დროთა განმავლობაში თვისებებით დედას ემსგავსებიან, რადგან მშობელი დედა მათი მომავალი ცხოვრების ცოცხალი მაგალითია. მოდით ვნახოთ ის გამორჩეული 15 თვისება, რომელიც მხოლოდ ძლიერი დედის შვილებს ახასიათებთ...
1. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი პრობლემები, სირთულეები და საქმეები თავადვე მოაგვარონ. ზედმეტად არავის არ შეაწუხებენ მანამდე, სანამ უკიდურეს ზომამდე არ მივლენ.
2. შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა მათთვის პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.
3. ძლიერი დედის შვილებს ყოველთვის აქვთ იმის შეგრძნება, რომ ისინი განსაკთრებულები არიან და სხვებისგან განსხვავდებიან!
4. ყოველივე მათგანს გააჩნია მიზანი და ამ მიზნისკენ მიისწრაფვის. ეს თვისება მათ უფრო ძლიერს ხდის.
5. დღეს ყველას უჭირს უარის თქმა რთულ სიტუაციებში, თუმცა ძლიერი დედის შვილები ყოველთვის თამამად და თავდაჯერებულად ახერხებენ უარის თქმას.
6. ძლიერი დედის შვილებს უყვართ სხვებიც, მაგამ ხვდებიან, რომ თუ საკუთარი თავი არ ეყვარებათ, სხვასაც სათანადოდ ვერ შეიყვარებენ.
7. უპირატესობის მხრივ საკუთარ თავს აყენებენ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ამ თვისებით საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების წარმოჩენა უფრო უადვილდებათ.
8. საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად განაგებენ... არ იქნებიან ისეთ ურთიერთობაში, სადაც დაძაბულობას შენიშნავენ! არ ეყოლებათ ისეთი მეგობრები, რომლებიც შემდეგში ზურგს უკან მიწას ამოუთხრიან და ასევე არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას ან მისთვის საყვარელ ადამიანებს მომავალში ზიანს მიაყენებს.