25 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველად გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე - "ვოგის" მარტის ნომერი დაამშვენა.
"დიახ, დავთანხმდი გადაღებას, თუმცა არ ვაპირებ, ნულ ზომაზე დავდგე და არც მგონია, რომ მჭირდებოდეს ეს. დიდი წყალობაა, რომ დღეს მოდაში აღარ ვართ ვალდებულები, იდეალებზე სხვების წარმოდგენებს გავუწიოთ ანგარიში", - ამბობს ჯიჯი.
ინტერვიუში ისაუბრა ასევე იმაზე, როგორ შეცვალა დედობამ და როგორ მიმდინარეობდა მშობიარობა შინ, პენსილვანიის სახლში. მისი თქმით, 14 საათი გაგრძელდა ყველაფერი და მის გვერდით იყვნენ მისი მიჯნური და ბავშვის მამამ ზეინ მალიკი, დედა - იოლანდა, და - ბელა და ადგილობრივი ბებიაქალ. პატარა გოგონა ჰაი ვადაზე ერთი კვირით გვიან გაჩნდა.
"ველურ ცხოველს ვგავდი, ყველამ დაინახა ჩემ გარშემო, რომ თურმე ჩემში ესეც იყო... ვერც კი ვიგრძენი, როდის გამოვიდა ბავშვი, ისე დავიქანცე. უბრალოდ თვალები ავწიე და დავინახე, რომ ზეინს ეჭირა. საოცარი განცდა იყო".
"სულ მინდოდა გამეგო, რა იყო ბუნებრივი მშობიარობა, ჩვეულებრივ გარემოში. მერე მე და ზეინმა დოკუმენტური ფილმი ვნახეთ ამის შესახებ და უფრო გაგვიმყარდა აზრი. პანდემიამაც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს გეგმებში".
ჯიჯიმ უარი თქვა ეპიდულარულ ანესთეზიაზე და სრულიად ბუნებრივად ჩაიარა ყველაფერში.
"ვიცი, რომ დედაჩემი, ზეინი და ბელა ამაყობდნენ ჩემით, თუმცა ზოგიერთ მომენტში მათ სახეზე შფოთვას ვგრძნობდი".
მოდელმა ისიც აღიარა, რომ ჯერ არ სარგებლობს ძიძების მომსახურებით და აუცილებლობის შემთხვევაში უახლოეს ნათესავებს სთხოვს დახმარებას - ხან დედამისი ზის პატარასთან, ხან დედამთილი.