ინტერნეტ-ტროლები მას შემდეგ არსებობენ, რაც სოციალური ქსელები გაჩნდა. ყალბ სახელსა და გვარს ამოფარებული ადამიანები ხშირად წერენ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს. აბულინგებენ ადამიანებს, თუნდაც ჭარბი წონის გამო. ინსტაგრამის ბლოგერმა ჯენა კარჩერმა წერტილი დაუსვა მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და საკუთარი აზრი ღიად გამოხატა.
ჯენა და მისი მეუღლე 11 წელია დაქორწინებულები არიან და ძალიან უყვართ ერთმანეთი. ჯენა ლამაზი და წარმატებული ქალია. მისი ქმარი კი ფიტნესის ტრენერია. ის ძალიან კარგად გამოიყურება და ზოგჯერ ჯენას კომენტარებში უწერენ: "სიმართლე გითხრა, არ მჯერა, რომ ასეთი მამაკაცი შენს გვერდით ჩერდება."
მართალია მსგავსი ფრაზები ქალისთვის ძალიან საწყენი და შეურაცხმყოფელია, მაგრამ ჯენამ გადაწყვიტა, რომ არ გაჩუმებულიყო, ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა:
"ზოგჯერ არ მჯერა, რომ "მისტერ პრესის კუბიკზე" ვარ დაქორწინებული. რატომ მოიყვანა მან ჩემნაირი მსუქანი გოგონა ცოლად? ხანდახან თავს ცუდად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მე ეს არ დამიმსახურებია, მაგრამ 10 წლის განმავლობაში ამ ადამიანმა ჩემი სხეულის ყველა წერტილი შეისწავლა და ყოველთვის მახსენებს, რომ ულამაზესი ვარ. მაშინაც კი, როცა თავად ასე არ ვთვლი. დიახ, სიარულის დროს დისკომფორტი მექმნება, მკვრივი მკლავები მაქვს, მაგრამ მისთვის მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ქმრად ავირჩიე კაცი, რომელსაც ყველაფრის მოგვარება შეუძლია. მე ბევრად მეტი ვარ, ვიდრე ჩემი სხეული. ნამდვილი სიყვარული სხეულის ფორმებზე არ არის დამოკიდებული. მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, საკუთარი სხეული შევიყვარო. მეჩვენება, რომ ქალების უმეტესობას ეშინია ამის, ფიქრობენ, რომ არც ისე ლამაზები არიან. მით უმეტეს, თუ ამას წინ უძღვოდა მამაკაცთან დაშორება, წონის გამო. ჩემი მეუღლე ჩემში ყოველთვის ხედავს ლამაზ ქალს, მაშინაც კი, როდესაც შხაპს ვიღებ ან მთელი დღე პიჟამათი დავდივარ. არ შეიძლება სხვის აზრს დაეყრდნო. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი პირველ ადგილზე დააყენო."- დაწერა მან.
ჯენას გულწრფელმა წერილმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ბევრი ქალი სწერდა, რომ მსგავს სიტუაციაში იყვნენ. სტანდარტები, რომლებსაც მოდა აყალიბებს, შური, ადამიანების დამოკიდებულება ხდება ხოლმე მიზეზი, რომ ქალები წონის გამო ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი.