ამბები იმის შესახებ, რომ ქალმა ორსულობის შესახებ დიდხანს არ იცოდა, ხშირად იწვევს გაოცებას. მით უფრო მათში, ვისაც შვილები ჰყავს. ჯეგერსების ოჯახშიც უკვირდათ, თუმცა თავად აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში.
სტეფანი ჯეგერსი 22:15 საათზე მუცლის ტკივილით შეიყვანეს საავადმყოფოში. ივარაუდეს, რომ თირკმელში კენჭი ჰქონდა. რამდენიმე წუთში ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ ტკივილის მიზეზი ქვა კი არა, ბავშვი იყო, რომელიც დაბადებისთვის ემზადებოდა. დილის 3:50 საათზე დაიბადა ბიჭი, შომ ჯეგერსი, აბსოლუტურად ჯანმრთელი და მთელი ოჯახისთვის უდიდესი მოულოდნელობა გახდა. საავადმყოფოში შეყვანისას ფიქრობდნენ, რომ ქალისთვის საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, მაგრამ ბავშვი ბუნებრივად დაიბადა.
მშობიარობის შემდეგ ქალმა თქვა: "თავადაც არ ვიცი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. სამი შვილი გვყავს და მეტის გაჩენას აღარ ვაპირებდით. ორსულობის არანაირი ნიშანი არ მქონია, არც მენსტრუაცია გამქრალა." როგორც ჩანს, ბავშვი ნეკნების ქვეშ იწვა და ქალს მოძრაობა არ შეუნიშნავს.
უფროსმა შვილებმა პატარა ძმა დიდი სიხარულით მიიღეს და არც ზედმეტი კითხვა დაუსვამთ.
სტეფანი ჯეგერსი კი ამბობს, რომ ამიერიდან აღარასდროს გაიცინებს მსგავს ამბებზე და როგორც კი მუცლის ტკივილი შეაწუხებს, ტკივილის გამომწვევ მიზეზს გადაამოწმებს.