37 წლის მსახიობმა მილა კუნისმა ჟურნალისტებს უამბო, როგორი იყო მისი კარანტინი 42 წლის ქმართან ეშტონ კატჩერთან და ორ ბავშვთან ერთად - 6 წლის უაიტსა და 4 წლის დიმიტრისთან. მისი თქმით, სწორედ კარანტინის პერიოდში მიიღო შემოთავაზება სარეკლამო რგოლში გადაღებაზე და ისე გაუხარდა, თითქოს საპყრობილედან დაიხსნეს.
"იმდენდად დიდხანს ვისხედით თვითიზოლაციაში, სახლიდან გასვლაზე ვოცნებობდი. პანდემია იყო და ყველაფერზე ვღელავდი, მაგრამ ვთქვი: "უკვე სულ ერთია. უნდა გავაღწიო სახლიდან!" ორდღიან მივლინებასავით ვუყურებდი ამ შესაძლებლობას. მე და ეშტონი გავიდოდით სახლდან გადავიღებდით რეკლამას და ცოტა ხნით მაინც გავექცეოდით ბავშვებს... საშინელი დედა ვარ..." - თქვა გულახდილად მილამ.
მისი თქმით, რასაკვირველია, გიჟდება ბავშვებზე, მაგრამ ხანდახან მძაფრი მოთხოვნილება აქვს, ცოტა ხნით მაინც დაისვენოს მათგან, რადგან მას და ეშტონს წუთით არ ტოვებენ.
"ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ რაღაცით ძაღლებს მაგონებენ. თითქოს შეუძლიათ სუნით შენი პოვნა, რომელ ოთახში ხარ და ვერსად დაემალები".
კარანტინის პერიოდში მილა და ეშტონი აქტიურები იყვნენ სოციალურ ქსელში. ექიმებს იხდიდნენ მადლობას, ასევე სტრესთან ბრძოლის საკუთარ მეთოდს უზიარებდნენ სხვებს - ღვინო დალიეთო.