მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ისრაელში დიდი ხანის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია სოციალურ ქსელში ადასტურებს.
"ვერ აგისრულე... ვერ დაგაბრუნე თბილისში... ბოდიში", - წერს ქეთი ვადაჭკორია.
ზურაბ დოიჯაშვილი 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში იწვა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა.