გარდაცვლილი 14 წლის ნინის დედა მერი რომანაძე შვილთან გამოსამშვიდოდებლად მხოლოდ დაკრძალვის დღეს მიუშვეს. მისი თქმით, გოგონას ბაბუასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს. მერი რომანაძე ითხოვს, რომ პასუხისგებაში 23 წლის ნიკა ტაკიძის გარდა მოზარდის ბაბუა და ბიძაც მიეცნენ. მისი ვარაუდით, გოგონამ თავი კი არ მოიკლა, არამედ ბაბუას შემოაკვდა, რომლის ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ ყოფილა.
„დედიკო, თავი მისკდება, ყველაფერი მტკივაო, მეუბნებოდა. შეიძლება ამ კაცს სიმთვრალეში შემოაკვდა. მე ასე ვფიქრობ“ - განაცხადა მერი რომანაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.