"შეირგე ბავშვობა"... ადრე გაიზარდე, ბავშვობა არ გქონიაო... დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა მეგობრები ერთობოდნენ" - 17 წლის რუსკა ქარქაშაძე
"შეირგე ბავშვობა"... ადრე გაიზარდე, ბავშვობა არ გქონიაო... დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა მეგობრები ერთობოდნენ" - 17 წლის რუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე 12 წლის იყო, როცა ტელემაყურებელმა სერიალიდან - "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო. ახლა უკვე 17 წლისაა და კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, გარეგნობაზეც იმაზე მეტად ზრუნავს, ვიდრე მისი თანატოლების უმრავლესობა... ამბობენ, რომ მას ასაკისთვის შეუფერებელი ცხოვრების სტილი აქვს და ნაადრევად "გაიზარდა.

- როგორ ფიქრობ, თანატოლებისგან მკვეთრად რა განგასხვავებს?

- არ მიმაჩნია, რომ ვინმესგან განვსხვავდები. ისეთივე მოზარდი ვარ, როგორიც ჩემი თანატოლები არიან. ალბათ, პროფესიის გამო, დროზე ადრე გაზრდამ მომიწია. ეს ჩემი ბრალი არაა, ასე მოხდა. მაგალითად, 12 წლიდან გადაღებებში აქტიურად ვმონაწილეობ. დღე და ღამე ვმუშაობდი, როცა ჩემი და და ახლო მეგობრები ერთობოდნენ
- შეიძლება, თანატოლებისგან მხოლოდ ამით განვსხვავდები.

- გინანია "ნაადრევად გაზრდა"? გიფიქრია - ნეტავ, ბავშვობა გამეხანგრძლივებინაო?

- არა. ხშირად ჰგონიათ და "ინსტაგრამზეც" მწერენ, - ადრე გაიზარდე, ბავშვობა არ გქონიაო. რეალურად, "ადრე გაზრდაში" იმას ვგულისხმობ, რომ უბრალოდ, ნაკლები დრო მქონდა იმისთვის, რასაც ჩემი თანატოლები აკეთებდნენ. ბავშვობის დიდი ნაწილი მეც გამოვიარე - ეზოშიც ვთამაშობდი (იღიმის). უბრალოდ, 12-13 წლის მერე, ჩემს საქმიანობაში "გადავვარდი". იყო პერიოდი, როცა მიჭირდა, რადგან მეგობრებთან ერთად გართობა და თამაში მეც მინდოდა. ამაში გადაღებები ხელს მიშლიდა, მაგრამ რეალურად, არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ცუდია: ბევრი ახალი რაღაც პატარა ასაკიდანვე ვისწავლე, რაც მაგალითად, ჩემმა დამ მოგვიანებით ისწავლა... "ინსტაგრამზე" ხშირად მწერენ ზუსტად ამ წინადადებას: "შეირგე ბავშვობა". რეალურად, ეს ყველაფერი
დამეხმარა, რომ ბავშვობა უკეთ შემერგო - საყვარელი საქმე მქონდა...

- მოზარდებს ტატუები, პირსინგები განსაკუთრებულად იზიდავთ. შენს შემთხვევაში, ამ მხრივ, როგორ არის საქმე?

- 4 ტატუ და ჭიპზე 1 პირსინგი მაქვს. 16 წლის ვხდებოდი, როცა პირველი ტატუ გავიკეთე, ბოლო კი დაახლოებით, 2 თვის წინ. ძალიან მომწონს, მაგრამ ისეთ ადგილებზე მაქვს, რომ დიდად თვალში საცემი არ იყოს. უბრალოდ, ტატუებით სხეულს არ ვიტვრითავ, რადგან ჩემს პროფესიას ძალიან ვუფრთხილდები. ისე, კიდევ რამდენიმეს გაკეთებას ვგეგმავ. თუ ამოვიჩემე - ეს ტატუ მინდა-მეთქი, ამაზე 1 კვირა ვფიქრობ, შემდეგ კი ტატუარტისტთან მივდივარ და ვიკეთებ - არ ვმერყეობ.

- მშობლებს როგორი რეაქცია აქვთ?

- პირველად ჭიპის პირსინგი გავიკეთე, რადგან ვცეკვავდი და თითქმის ყველა მოცეკვავეს აქვს. ლამაზია, გოგოს ძალიან უხდება... როცა ჭიპის პირსინგის გაკეთება ავიჩემე, მშობლები მეუბნებოდნენ, - რად გინდა? ჯერ მოიცადე, მერე გაიკეთეო, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს, თუ რაღაც ამოვიჩემე, არ არსებობს, ის საქმე ბოლომდე არ მივიყვანო... სხვათა შორის, მამაჩემი ცოტა ხანს (ალბათ - 2 საათი) არ მელაპარაკებოდა. შემდეგ მიხვდა, რომ ამის გამო, ერთმანეთის წყენინება არ ღირდა და შევრიგდით. მერე, როცა ტატუს გაკეთება მომინდა, მშობლებს ესეც გავუმხილე. ჩემი მშობლები მკაცრები არ არიან. უბრალოდ, მირჩევენ, რომ დავფიქრდე, ნამდვილად მინდა თუ არა. ამაში ასაკრძალი რა არის? ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს პირადი ცხოვრება აქვს. შესაბამისად, თუ ძალიან მინდა ტატუს გაკეთება, ჩემს მშობლებს ეს ტრაგედიად არ მიაჩნიათ. თავად მათ ტატუები არ აქვთ. სხვათა შორის, ბოლო ტატუ რომ გავიკეთე, მამაჩემმა მითხრა: - ტატუს გაკეთება მომინდა. შემდეგს რომ გაიკეთებ, ერთად წავიდეთ, ორივემ გავიკეთოთო (იცინის). ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მთავარია, ადამიანებმა სხვა რაღაცები არ გავაფუჭოთ, თორემ ტატუს გაკეთებით არაფერი დაშავდება.
იხილეთ სრულად
7903
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები