AMBEBI.GE ეკატერინე ხვედელიძის მეგობარს, ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს ეკა ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ოჯახი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილები საქართველოს ტოვებენ...
- არა, აქ არიან და წასვლას არსად აპირებენ. ბატონი ბიძინას დაბადების დღეზე ვესაუბრე,
- ანუ დაბადების დღეზე არ ყოფილხართ?
- არა, არ ვყოფილვარ, ბატონი ბიძინა დაბადების დღეს არასდროს იხდის.
- ამჟამად სად არიან ივანიშვილები?
- კოვიდის გამო ისინი იზოლირებულები არიან, მათ ვერც მე და ვერც ვერავინ ნახულობს. რაც ეს პანდემია დაიწყო, ისინი არ მინახავს. არც მე გავდივარ სახლიდან, ვინაიდან რისკ-ფაქტორ ჯგუფში შევიდვარ. რაღაც პერიოდი, მათ ვერ ვნახავ, თუმცა სულ მაქვს კომუნიკაცია და ვიცი, რომ კარგად არიან. ერთი კვირის წინ, მათი ოჯახი თბილისში იყო. შეიძლება ახლა აბასთუმანში არიან, მაგრამ ვფიქრობ, თბილისში არიან. იცით, არც მიკითხავს, ტელეფონით ამაზე არც ვსაუბრობთ.
-
საფრანგეთში წასვლას აპირებენო, გავრცელდა ინფორმაცია...
- არა, ღმერთო ჩემო, რეებს ბოდავს ეს ხალხი. საფრანგეთში მათ დიდი ხანია სახლიც აქვთ, მიწაც, ქონებაც და აქამდე არ წასულან.
იხილეთ სრულად