"ბავშვს მუცელი ასტკივდა, აქამდე არაფერი აწუხებდა." – 4 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება
"ბავშვს მუცელი ასტკივდა, აქამდე არაფერი აწუხებდა." – 4 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება
4 წლის ნიკოლოზ დათუნა ვარდოსანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიაში მკურნალობა. ოპერაცია დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. ბავშვის დიაგნოზისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ მისი დედა მაკა ვარდოსანიძე გვიყვება:

- ბავშვს მუცელი ასტკივდა და ექოსკოპიზე წავიყვანე. აღმოჩნდა, რომ მუცელში რაღაც წარმონაქმნი ჰქონდა. სასწრაფოდ დაუნიშნეს კომპიუტერული ტომოგრაფია და თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, რაც ორივე თირკმელს აზიანებს. დიაგნოზი 23 სექტემბერს დაუსვეს და მას შემდეგ იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერპიით ვმკურნალობდით. ახლა სასწრაფო ოპე
რაცია სჭირდება გერმანიაში, რაც 25 ათასი ევრო ჯდება. საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება. თუ სწრაფად არ გაკეთდება ოპერაცია, ბავშვმა შეიძლება ორივე თირკმელი დაკარგოს. აქამდე არაფერი სტკიოდა და არც არაფერი აწუხებდა. უბრალოდ მუცელი ასტკივდა. სიმსივნე ძალიან დიდი ზომის იყო და მთელ მუცელში მოდებული. ძალიან გვჭირდება ადამიანების დახმარება. სახელმწიფო 30 ათასი ლარით დაგვეხმარა. დანარჩენ თანხაზე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ. ორივე თირკმელში სტენტები უდგას. რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ. ახლა სახლში ვართ, ქიმიოთერაპია უკვე ამოვწურეთ, იმ ეტაპზე ვართ, რომ სიმსივნე ამოვიღოთ. ველოდებით იმ კეთილ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ დახმარებას, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი GE80BG0000000856236800
თიბისი ბანკი GE41TB7978945061100088

3853
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Sara
0
ვაიმე გული მჩხვლეტავს, რატომ ღმერთო, რატომ.
05:38 / 23-02-2021
ასე აღარ შეიძლება მიიღეთ ზომები რა დამპალ დაბიᲜძურებულ ქვეყანაში აცხოვრებთ ხალხს
1
სასწრაფო კონტროლი საჭმელზე ,ჰაერზე, მიწაზე ,სამრეწველო ნივთებზე.,ბავშვები ძალიან ხშირად ავადდებიან სიმსივნით !
13:43 / 22-02-2021
მსგავსი სიახლეები