"მამა საოცრად მკაცრი იყო ჩემ მიმართ და პატარობისას ტოპსაც არ მაცმევდა" - კახა გოგიძის მსახიობი ქალიშვილი ბავშვობასა და ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილებაზე
"მამა საოცრად მკაცრი იყო ჩემ მიმართ და პატარობისას ტოპსაც არ მაცმევდა" -  კახა გოგიძის მსახიობი ქალიშვილი ბავშვობასა და ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილებაზე
მსახიობის - ლიაკო გოგიძის ოჯახის წევრების უმეტესობა არტისტია და მათ საზოგადოება კარგად იცნობს. ლიაკომ, თავადაც წარმატებულმა არტისტმა, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადასულიყო, რადგან ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია და ალბათ ტყუილად არ ეძახიან ამერიკას ოცნებების ახდენის ქვეყანას - იმედია, ლიაკოც გაგვახარებს თავისი ამერიკული წარმატებებით.


პაპა, რომელმაც კითხვა შეაყვარა...

- ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ ოჯახში დავიბადე. მე თუ დღეს კარგ პიროვნებად შევდექი, ეს მათი დამსახურებაა. პაპამ - გუჯი გოგიძემ კითხვა შემაყვარა.
მახსოვს, ბავშვობაში ძალიან ხშირად მიკითხავდა ინანიშვილის მოთხრობებს, მირჩევდა ლიტერატურას, რა უნდა წამეკითხა და დღეს უკვე მე ვურჩევ, რა წაიკითხოს (იღიმის)...

ქუდბედიანი სეხნიები...

- ბებოს - ლია სულუაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არც კი ვიცი, როგორ უნდა გადმოვცე. ალბათ მასზე მოგონებებს ცალკე წიგნად თუ დავბეჭდავ ოდესმე. მისგან ვისწავლე პროფესიული საქმე. რაც ყველაზე მთავარია, სულ იძახის, ჩემი საჩუქარი ხარო და ასეცაა: მის დაბადების დღეს დავიბადე. წარმოიდგინეთ, ე.წ. ქუდბედითაა დაბადებული და მეც ასევე დავიბადე; მისი სახელი მქვია და გარეგნულადაც საოცრად ვგავართ ერთმანეთს. იმედია, ისეთივე გენიალური მსახიობი და ადამიანი გავხდები ოდესმე, როგორიც ბებიაა.

დედა...

- რაც შეეხება დედაჩემს - ხათუნა ღუღუნიშვილი მესხეთის თეატრის მსახიობია. 19 წლის იყო, როცა გამაჩინა და ფაქტობრივად, დებივით
ვართ. დედა - ეს ჩემი იმედია! მას ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩემი. ყველა ჩემი წარმატება მისი დამსახურებაა. გავიხსენებ "ფლექსის" ტურებს, სადაც რასაც ჰქვია, ძალით გამაგდო. - კარგი, რა, დედა, მე ვინ გამიშვებს ამერიკაში-მეთქი, ვეუბნებოდი. შენ განსაკუთრებული ხარო, დამაიმედა. სულ ტირილით წავედი და საბოლოოდ, მართლაც გავიმარჯვე, ამერიკაში სასწავლებლად წავედი 1 წლით. ასე რომ, დედას მადლობა უნდა გადავუხადო ყველაფრისათვის (იღიმის)...
mshoblebi

ახლო მეგობარი

- მამა - კახა გოგიძე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია; ის ადამიანია, ვისთანაც ყველაფერზე შემიძლია ლაპარაკი. როცა ყველაზე მეტად მიჭირს, მას ვურეკავ და სანამ მიპასუხებს, უკვე ხვდება, რომ რაღაც მიჭირს და მესმის პასუხი: აბა, მომიყევიო... ძალიან დიდ ძალას მაძლევს მასთან ურთიერთობა. საათობით ვლაპარაკობთ, განვიხილავთ ყველა საინტერესო თემას. უკვე ფილოსოფიურ საუბრებსაც შევუდექით (იღიმის). ერთ ფაქტს გავიხსენებ: როცა პატარა ვიყავი, მამა საოცრად მკაცრი იყო ჩემ მიმართ და წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვს ტოპსაც არ მაცმევდა (დღემდე არ იცის, რატომ იქცეოდა ასე). "ენა, მამული, სარწმუნოება" - ამ პრინციპებზე გავიზარდე და მადლობა ჩემს ოჯახს ყველაფრისათვის.

- ლიაკო, ზოგადად, არტისტი მშობლები არ ურჩევენ შვილებს მსახიობობას, რადგან შემოსავლების მხრივ არასტაბილური საქმეა. შენს შემთხვევაში, ასეთი რჩევები არ ყოფილა?

- სწორედ ჩემმა ოჯახმა შემაყვარა ეს პროფესია და რასაკვირველია, გავლენაც მოახდინა ჩემს არჩევანზე, მთელი ბავშვობა თეატრში გავატარეთ მე და ჩემმა ძმამ. შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ სცენაზე ავიდგი ფეხი და კარგადაც გამაგორეს, რათა სცენის მტვერი ჩამეყლაპა - ხომ იცით, ეს ერთგვარი ტრადიციაა (იცინის). დაღლილებს ხან საგრიმიოროში გვეძინებოდა, ხან კულისებიდან ვუყურებდით რეპეტიციების მსვლელობას, ხანაც დარბაზიდან. არ ვიცი, ჩემი ბავშვური ემოციები იყო თუ რა, მაგრამ საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა მესხეთის თეატრში. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც მხოლოდ დედაქალაქის თეატრებს აქცევენ ყურადღებას და საოცარი ნამუშევრები ისე იკარგებოდა, ერთ თეატრმცოდნესაც არ ჰქონდა ნანახი. ალბათ გასაკვირი არაა, რომ მეც მსახიობობა ავირჩიე. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, ერთადერთი დედამ მთხოვა, იქნებ კარგად დაფიქრდე და სხვა რამეც მოსინჯოო. ჩემი გადაწყვეტილებით ყველაზე გახარებული ბებია იყო. განაგრძეთ კითხვა
6050
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლია
0
ძალიან დადებითად განვეწყვე, კარგი გოგო ჩანს, წარმატებები!
12:17 / 23-02-2021
გიოგიო
5
ამ ამალგაზრდა გოგონას ძალიან კარგი მშობლები ყავს-მი თუმეტეს მამა....
17:20 / 22-02-2021
მსგავსი სიახლეები