"შეზღუდვების 80 პროცენტი ამ კვირიდანვე შემსუბუქდება, ვაქცინა კი მარტში შემოვა" - ირაკლი ღარიბაშვილი
"შეზღუდვების 80 პროცენტი ამ კვირიდანვე შემსუბუქდება, ვაქცინა კი მარტში შემოვა" - ირაკლი ღარიბაშვილი
ამ კვირაში გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველის სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შემსუბუქებები მიმდინარე კვირიდანვე ამოქმედდება. მან ასევე ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ვაქცინას მარტში მიიღებს.

„ჩვენ, ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქების ღონისძიებებს. თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შემსუბუქდება. შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა,
ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2296
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები