"დღეს ნუცა მომიკვდა..." - ამ ტექსტით გამოაქვეყნა გარდაცვლილი ქალიშვილის ფოტო ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა. მართლაც, დღეს შესრულდა 4 წელი ნუცა მახვილაძის გარდაცვალებიდან.
ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის იყო და საზღვარგარეთ სწავლობდა.